ძიუდო. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: მეოთხე მედალი სანებლიძემ შეგვმატა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ძიუდოიტებმა ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გამართულ ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონატის პირად შეჯიბრში გამოსვლა ოქროს მედლის გარეშე დაასრულეს. ტურნირზე, სადაც ჩვენი ქვეყანა 17 სპორტსმენით წარსდგა (10 ვაჟი და 7 გოგონა), საერთო ჯამში 4 მედალი მოვიპოვეთ - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

პირადი შეჯიბრის ბოლო დღეს მედლები ვაჟებში 90 კგ-მდე და მძიმე წონის, ხოლო გოგონათა შორის 70-მდე და მძიმე წონაში გათამაშდა, სადაც საქართველოს ღირსებას ონისე სანებლიძე, ზაური კენჭაძე (ორივე -90), გელა ზაალიშვილი (+90) და სოფიო სომხიშვილი (+70) იცავდნენ.

ამ ოთხეულიდან მედალი მხოლოდ ოლიმპიური
ფესტივალის ჩემპიონმა და ევროპის მესამე პრიზიორმა სანებლიძემ დაისაკუთრა, რომელმაც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში იაპონელი კეისუკე ივაკი ბავშვივით "ათამაშა" - ჯერ ვაზარზე წამოიღო, შემდეგ კი ეფექტური გდებით იპონზე გააკრა.

ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი ზაალიშვილსაც ჰქონდა, თუმცა რეპეშაჟში ლიტველ იგნას მეკაჟუსს ვერ გასცდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის წინა დღეებში ვერცხლის მედალი ბაგრატ ნინიაშვილმა (66) დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედლები კი რობინზონ ბეგლარაშვილმა (60) და ვანო ხუბაშვილმა (55) მოიპოვეს.

ხვალ, 9 აგვისტოს, სარაევოში შეჯიბრი გუნდურ პირველობაში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული