ძიუდო. მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატი: ქართველების გუნდური ბრინჯაო!

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟებმა ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში, ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა გუნდური ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ჭაბუკებმა ყაზახ თანატოლებს შანსი არ დაუტოვეს - 5:0.

ჩვენმა ვაჟებმა 1/2 ფინალური შეხვედრა რუსებთან დათმეს (2:3), იქამდე კი ავსტრალიელ და ფრანგ თანატოლებს აჯობეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური პირველობის ფინალში იაპონელებმა რუსებს სძლიეს.

გუნდურ პირველობაზე პირველივე დაპირისპირება დათმეს ქართველმა გოგონებმა საფრანგეთთან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პირად ტურნირში ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოვიპოვეთ - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ვიცე-ჩემპიონი ბაგრატ ნინიაშვილი (66) გახდა, ბრინჯაო კი
რობინზონ ბეგლარაშვილმა
(60), ვანო ხუბაშვილმა (55) და ონისე სანებლიძემ (90) დაისაკუთრეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღა რუსებთან წააგეს??!!!!
0

სიახლეები პოპულარული