ქართველი მსაჯი მსოფლიოს ჩემპიონატზე - ვლადიმერ ნუცუბიძის ოლიმპიური შანსი

AutoSharing Option
ასტანაში დაწყებულ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის ერთგვარ პრელუდიად იქცა ოლიმპიურ ჩემპიონ შოთა ჩოჩიშვილის მორიგი დაფასება - ლეგენდარული ფალავანი მისებრ ლეგენდების დარად, ძიუდოს მსოფლიოს დიდების დარბაზის საპატიო წევრად დაასახელეს. ქართველთაგან ეს პატივი ჯერ არავის რგებია.

ჯილდო მისმა ვაჟმა რამაზ ჩოჩიშვილმა ჩაიბარა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მსაჯისთვის - ვლადიმერ ნუცუბიძისთვისაც, რომელსაც რეალურად შეუძლია, ქართული ძიუდოს ისტორიაში ასევე პირველად მოხვდეს ოლიმპიადაზე. მსოფლიოს პირველობა ბოლო ტურნირია, სადაც ქულები გაიცემა.

ნუცუბიძე დღეისათვის რეიტინგში X ადგილზეა, ოლიმპიადაზე მსაჯობის უფლებას კი საერთაშორისო რეიტინგის 12 მოწინავე არბიტრი
მიიღებს. არადა, ცხრილში ძალიან დიდი სიმჭიდროვეა და ყველაფერს ასტანაში დაწერილი ქულები გადაწყვეტს.

თუმცა არაა გამორიცხული, აქ საქმეში ევროპული რეიტინგიც ჩაერიოს. საქმე ისაა, რომ კონტინენტებსაც თავისი კვოტები აქვს, ევროპიდან კი დაახლოებით 7 კაცს გაუშვებენ. თან ქვეყნებიც კვოტირებულია. ნუცუბიძე აქაც მომგებიან ვითარებაშია - მეექვსე ადგილზეა, თუმცა მის წინ ერთი არბიტრი საპატიო მსაჯის სტატუსითაა - მხოლოდ ერთ ტურნირზე ამსაჯეს და მაღალი ქულები დაუწერეს. ფაქტობრივად, ჩვენებური ხუთეულში შედის, თუმცა ყველაფერი ასტანაში გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ქართველი არბიტრი მხოლოდ ერთხელ მიიწვიეს ოლიმპიადაზე - ანზორ ქიბროწაშვილი, თუმცა იქ არც მას უმსაჯია, მხოლოდ სიაში იყო. ნუცუბიძე თუ მოხვდა, აუცილებლად მოუწევს ტატამზე შესვლა.

ასტანაშია ჩვენი კოლეგა გიორგი ჭანიშვილიც, როგორც საერთაშორისო ფედერაციის დიქტორი. თუმცა ჟურნალისტთა კორპუსიც ვიქნებით წარმოდგენილი - "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მთლიანი ტურნირის პირდაპირ რეპორტაჟებსაც აჩვენებს და იქ თავისი თანამშრომელიც ეყოლება, ოთხშაბათიდან კი "ლელოში" მეც შემოგთავაზებთ რეპორტაჟებს.

დაახლოებით იმავე დღიდან ასტანაში ელოდებიან სპორტის მინისტრის ჩასვლას. მოარული ხმებით, ქვეყნის პრემიერიც აპირებს შეჯიბრებაზე დასწრებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ვალო აბა შენ იცი.
მერაბი ლოლომაძე
11:09 24-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული