ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ამირან პაპინაშვილი მედალს ვერ შესწვდა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ტურნირის პირველ დღეს 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში უმედლოდ დაასრულა გამოსვლა ამირან პაპინაშვილმა.

ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში ლიბანელ დამიენ ზიადეს ვაზარ-იუკოთი მოუგო, შემდეგ კი ჰოლანდიელი ევროპის ორგზის მესამეპრიზიორ ხეროენ მოორენს იუკოთი სძლია.

პაპინაშვილს დაუძლეველ ბარიერად მერვედფინალში მასპინძელი რუსტამ იბრაევი ექცა, რომელთანაც ვაზარით წააგო.

ტურნირი 30 აგვისტოს, გუნდური პირველობით დასრულდება.

იხილეთ ქართველი ძიუდოისტების განრიგი და მეტოქეები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული