ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო

AutoSharing Option
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე ორთაბრძოლა წააგო ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ), რომელსაც მეტოქედ ფრანგი ევროპის პრიზიორი პიერ დუპრატი ჰყავდა.

მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს ამავე წონაში ჩვენი მეორე წარმომადგენელი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი. ტატალაშვილმა პირველ შეხვედრაში უკრაინელ დმიტრი კანივეცს აჯობა, შემდეგ კი - ჩინელ შუაი სუნს და 1/8-ფინალში მონღოლ ოდბაიარ განბაატარს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აგვისტოს, ვაჟთაგან მხოლოდ 66 კილოგრამის ფალავნები ჭიდაობდნენ, სადაც ჩვენს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა, ხოლო ტურნირის პირველ დღეს - 24
აგვისტოს, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარუმატებლად ამირან პაპინაშვილმა იასპარეზა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან გული მტკივა როცა ასეთ კომენტარებს ვკითხულობ და ვხვდები რა ბოროტები ხართ ზოგ ზოგიერთები, იმის მაგივრად რომ ლაშას უგულშემატკივროთ და წარმატება უსურვოთ ცდილობთ მორალურად გაანადგუროთ, ლაშა ძალიან კარგი და შრომის მოყვარე მოჭიდავეა მერე რა რომ ზოგიერტი ტურნირი წააგო სამაგიეროდ ძალიან ბევრი მოგება აქვს და ვიცი და მჯერა ლაშა კიდევ არაერთხელ გაგვახარებს,რაც შეეხება ამ მსოპლიო ჩემპიონატს ვინც უყურებდა ალბათ ყველა შეამჩნევდა რა შემართებით და აგრესიულად ჭიდაობდა მაგრამ არ გაუმართლა და არასწორი ილეთის გამო მოხსნეს,დარწმუნებული ვარ რომ არა ის შეცდომა ლაშა გახდებოდა ამ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.
meri
17:56 26-08-2015
0
ჯერ ართი ოლიპმიადას შემთხვევით ვერავინ იგებს. ეს ისეთივე გამორიცხულია როგორც ის რომ ლატარიაში მილიონი მოიგო მაშინ როდესაც საერთოდ არ გაქვს ამ ლატარიის ბილეთი. მარგველაშვილს და სხვა ბიჭებს რაც შეეხება მათ ეძლევათ შანსი და ჯერ მასტერსებზე და გრანდ პრიზებზე დაამტკიცონ ვინ რისი მაქნისია. შანსი ყველას ეძლევა და ვისაც წონის პირველ ნომერზე აქვს პრეტენზია იმან ეს შანსი უნდა გამოიყენოს კიდეც. ასე მარტივი არ არის ოლიმპიური ჩემპიონის დატოვება და რომელიმე ახალგაზრდის, თუნდაც ძალიან პერსპექტიულის წაყვანა
fraternity
13:42 26-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული