ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ავთანდილ ჭრიკიშვილი ნახევარფინალშია!

AutoSharing Option
ყაზახეთის დედალაქ ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედლის მოპოვების კარგი შანსი აქვს - 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალში გავიდა ავთანდილ ჭრიკიშვილი.

ევროპის სამგზის, ევროპული თამაშების და მსოფლიოს ქართველი ჩემპიონი ფინალის საგზურისთვის იაპონელ ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდება.

რეიტინგის პირველი ნომერი ჭრიკიშვილი ასტანაში ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება და ჰოლანდიელ ფანკ დე უეიტს, ყაზახ აზიზ კალკამანულს, უნგრელ ლასზლო ცსოკნიალს აჯობა. მეოთხედფინალში ავთომ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა გერმანელი სვენ მარეში.

დღეს ტურნირზე ამავე წონაში უშანგი მარგიანმაც იასპარეზა, თუმცა პირველი ორთაბრძოლის შემდეგ უზბეკ იახიო
იმამოვთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატში წინა დღეებში სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა: ამირან პაპინაშვილმა (-60), ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (-73), თუმცა მედალს ვერცერთი შესწვდა.

ასევე იხილეთ:
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: მწარე ალიყურები
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: ჩემპიონი ანი
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: პაპინაშვილი მასპინძელს ვერ გადაახტა
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგა გაუჭირდება, ვერაა ისე ჩვენ რომ გვინდა. ვნახოთ, მე არ მაქვს იმედი, ისე წარმატებას ვუსურვებ, რა თქმა უნდა...........
0
ჭრიკიშვილი- ლიპარტეიანი ის გარდა, სხვა წონებში ნაკრებს სტაბილურობა არ აქვს.
Davit
13:50 27-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული