ევროპის სამგზის, ევროპული თამაშების და მსოფლიოს ქართველი ჩემპიონი ნახევარფინალში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის კი ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერს დაუპირისპირდება.
რეიტინგის პირველი ნომერი ჭრიკიშვილი ასტანაში ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება და ჰოლანდიელ ფანკ დე უეიტს, ყაზახ აზიზ კალკამანულს, უნგრელ ლასზლო ცსოკნიალს აჯობა. მეოთხედფინალში ავთომ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა გერმანელი სვენ მარეში.
დღეს ტურნირზე ამავე წონაში
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წინა დღეებში სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა: ამირან პაპინაშვილმა (-60), ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (-73), თუმცა მედალს ვერცერთი შესწვდა.
ასევე იხილეთ:
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: მწარე ალიყურები
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: ჩემპიონი ანი
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: პაპინაშვილი მასპინძელს ვერ გადაახტა