ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველო ისევ უმედლოდ!

AutoSharing Option
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრებო დღეც წარუმატებელი გამოდგა ქართველი ძიუდოისტებისთვის.

ტურნირზე ჩვენი გუნდისთვის პირველი მედლის მოპოვების კარგი შანსი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილს ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერთან გაფრთხილებებით წააგო.

ევროპის სამგზის, ევროპული თამაშების და მსოფლიოს ქართველი ჩემპიონი მანამდე ნახევარფინალში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.

ჭრიკიშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და ჰოლანდიელ ფანკ დე უეიტს, ყაზახ აზიზ კალკამანულს, უნგრელ ლასზლო ცსოკნიალს აჯობა. მეოთხედფინალში ავთომ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა გერმანელი სვენ მარეში.

დღეს ტურნირზე ამავე წონაში
უშანგი მარგიანმაც
იასპარეზა, თუმცა პირველი ორთაბრძოლის შემდეგ უზბეკ იახიო იმამოვთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წინა დღეებში სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა: ამირან პაპინაშვილმა (-60), ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (-73), თუმცა მედალს ვერცერთი შესწვდა.

ასევე იხილეთ:
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: მწარე ალიყურები
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: ჩემპიონი ანი
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: პაპინაშვილი მასპინძელს ვერ გადაახტა
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჭრიკიშვილი აშკარად არაა ფორმაში; გარდა ამისა, იაპონელს ძალიან კარგად ჰყავდა იგი შესწავლილი; ჩვენი მწვრთნელები რას აკეთებენ?
0
ჭრიკიშვილს ვეგარ ვცნობდი დგესსაერთოდ რას ჭიდაობდა თითონაც არიცოდაა ფორმიდან ძაან შორსარიი აშკარად
vaskulat
23:22 27-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული