ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
30 აგვისტოს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანიას დაუპირისპირდა.

პირველი შეხვედრა 66 კგ. წონით კატეგორიაში გაიმართა. ვაჟა მარგველაშვილმა მეტოქე იუკოთი დაამარცხა.

73 კგ. წონაში ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე ვაზარით დაამარცხა - 2:0.

მესამე შეხვედრაში საჭიდაოდ უკვე ნუგზარ ტატალაშვილი გამოვიდა და დაპირისპირება იუკოთი დათმო - 2:1.

ტატალაშვილის შემდეგ საწიდაოდ უკვე ბექა ღვინიაშვილი გავიდა და მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებია - 3:1.

ბოლო მეხუთე შეხვედრაში ვალერი ლიპარტელიანმა იჭიდავა. ლიპარტელიანმა გერმანელი ძიუდოისტი იპონით დაამარცხა.

საბოლოოდ საქართველოს
ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 4:1 დაამარცხა და გუნდურ პირველობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ასევე იხილეთ:
რუსი და ქართველი ძიუდოისტის შელაპარაკება მსოფლიოს ჩემპიონატზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ასე ცუდად, მგონი არასდროს არ გამოსულან, ამათაც დაეტყოთ ქვეყანა მთავრობის გარეშე რომაა დარჩენილი!
damangreveli
18:27 30-08-2015
0
:))))) მთავრობა,თორემ მხდალი სააკიანი გადიოდა ხოლმე ტატამზე.ბრინჯაოს 2 მედალი პირადში და გუნდურში,რაღაც უკრაინამ ვერ მოიპოვა,თქვენი ბელადი რომ აშენებს,იმ ქვეყანამ :))))
სხვათაშორის,ადრე ხაბარელი იყო ძიუდოისტების დამრიგებელი,ოქროების ცვენა რომ ჰქონდა და არა ის გერმანელი ზაიზენბახერი,მისას დროს რომ ჩამოიყვანეს.
კიდევ გსურთ არგუმენტები?..ხდება ხოლმე ასეთი „ჩავარდნაც",როცა მსოფლიოზე მოპოვებული მედლები არ ითვლება :))))...მთავრობის „ბრალია",ფეხი რომ სტკიოდათ წონის ლიდერებს და მსაჯები რომ გაფრთხილებებს გვირიგებდნენ.
მარაზმია უკვე ნაცების კომენტარები.
ქიზიყელი
19:54 30-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული