პარიზის "დიდი სლემი": ვალერი ლიპარტელიანის მორიგი ტრიუმფი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვალერი ლიპარტელიანმა (90) დამაჯერებლად მოიგო ძიუდოისტთა "დიდი სლემის" ტურნირი პარიზში, სადაც ყველა, ხუთივე შეხვედრაში წმინდად გაიმარჯვა.

მან მიყოლებით დააიპონა ესტონელი ალექსანდრ მარმელიუკი, რუსთა ახალბედა საიდ ემი ჟამბეკოვი, მეოთხედფინალში - მასპინძელი აქსელ კლერგე, ნახევარფინალში - სერბი ალექსანდრ კუკოლჯი, ფინალში კი კიდევ ერთ მასპინძელ ალექსანდრ იდირს სძლია. არადა, იდირი ბოლო პერიოდში ჩვენებისთვის არასასურველ მეტოქედ იქცა.

ამ მოგებით ლიპარტელიანმა სალიცენზიო რეიტინგში 500 ქულა შეიმატა და ფულადი პრემიაც მიიღო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი დამაჯერებელი, გააზრებული ჭიდაობა მიგვაჩნია - ყველაფრიდან ეტყობოდა, რომ ჩვენებური ამ ზეპრესტიჟულ
ტურნირს (რომელიც შეუფერებელი კალენდრის გამო ამჯერად ძველებურად ძლიერი ვერ გამოდგა) საგაისო სეზონისთვის მოსამზადებლად, ახალი ილეთებისა თუ კომბინაციების დასამუშავებლად იყენებდა.

ერთი სიტყვით, აქაც ვარჯიშობდა, ანუ გნებავთ, ვარჯიშებზე დამუშავებულს გენერალურად ტესტავდა.

პარიზში ქალთა ტურნირში ესტერ სტამიც (70) მონაწილეობდა. მან პირველი შეხვედრა იპონით კი მოიგო რუს ალენა პროკოპენკოსთან, მაგრამ გერმანელთა ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორ ლაურა ვარგას-კოჩთან ისევ დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვალერა საუკეტესო ხარ მტელ მსოფლისი
tamazi
09:02 20-10-2015
0
ყველაზე სტაბილური, საიმედო და მუდმივად პროგრესირებადი სპორტსმენია მთელ ნაკრებში. თან, ძალიან დახვეწილი სტილი აქვს. სიხარული და გამარჯვებები არ მოუშალოს ღმერთმა მსოფლიო ასპარეზზე.
SATEROBELI
სხვები აბუ-დაბისათვის ემზადებიან. ვარლამი არ ჭიდაობს იქ.
ფრანიო
01:17 20-10-2015
0

სიახლეები პოპულარული