11:28 19-10-2015
პარიზის "დიდი სლემი": ვალერი ლიპარტელიანის მორიგი ტრიუმფი [VIDEO]
AutoSharing Option
მან მიყოლებით დააიპონა ესტონელი ალექსანდრ მარმელიუკი, რუსთა ახალბედა საიდ ემი ჟამბეკოვი, მეოთხედფინალში - მასპინძელი აქსელ კლერგე, ნახევარფინალში - სერბი ალექსანდრ კუკოლჯი, ფინალში კი კიდევ ერთ მასპინძელ ალექსანდრ იდირს სძლია. არადა, იდირი ბოლო პერიოდში ჩვენებისთვის არასასურველ მეტოქედ იქცა.
ამ მოგებით ლიპარტელიანმა სალიცენზიო რეიტინგში 500 ქულა შეიმატა და ფულადი პრემიაც მიიღო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი დამაჯერებელი, გააზრებული ჭიდაობა მიგვაჩნია - ყველაფრიდან ეტყობოდა, რომ ჩვენებური ამ ზეპრესტიჟულ ტურნირს (რომელიც შეუფერებელი კალენდრის გამო ამჯერად ძველებურად ძლიერი ვერ გამოდგა) საგაისო სეზონისთვის მოსამზადებლად, ახალი ილეთებისა თუ კომბინაციების დასამუშავებლად იყენებდა.
ერთი სიტყვით, აქაც ვარჯიშობდა, ანუ გნებავთ, ვარჯიშებზე დამუშავებულს გენერალურად ტესტავდა.
პარიზში ქალთა ტურნირში ესტერ სტამიც (70) მონაწილეობდა. მან პირველი შეხვედრა იპონით კი მოიგო რუს ალენა პროკოპენკოსთან, მაგრამ გერმანელთა ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორ ლაურა ვარგას-კოჩთან ისევ დამარცხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული
SATEROBELI
სხვები აბუ-დაბისათვის ემზადებიან. ვარლამი არ ჭიდაობს იქ.