კირაკოზაშვილი და ჯანაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში არიან!

AutoSharing Option
24 ოქტომბერს, აბა დაბიში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის ბრძოლას ორი ქართველი აგრძელებს.

ვაჟთა შორის 73 კგ-მდე წონით კატეგორიის ფინალში ევროპის ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი გავიდა, ხოლო გოგონებში - მარიამ ჯანაშვილი (52).

დღეს ჩემპიონატზე მედლები ვაჟთა შორის 66-სა და 73-ში, გოგონებში კი 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში თამაშდება. ჩვენი გუნდიდან საწყის ეტაპებზევე დაასრულეს გამოსვლა გიორგი გუგულაშვილმა (66) და გიორგი კაციაშვილმა (73).

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მფლობელი 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ირაკლი კუპატაძე გახდა.

აბუ დაბიში მსოფლიოს
ჩემპიონატი 27 ოქტომბერს, გუნდური პირველობით დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენები ამ ასაკში გუნდურში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან და არაბეთში ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული