აბუ დაბის "დიდი სლემი": ამირან პაპინაშვილმა ოქრო მოიპოვა!

AutoSharing Option
30 ოქტომბერს, აბუ დაბიში დაწყებულ ძიუდოისტთა "დიდ სლემზე", 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ამირან პაპინაშვილმა, რომელმაც ფინალში მონღოლი ცოგთბაათარ ცენდოჩირი ვაზარ-იუკოთი დაამარცხა.

ტურნირზე პაპინაშვილმა ჯერ ჩეხ პაველ პეტრიკოვსა და ესპანელ ფრანსისკო გარიგოს აჯობა, მეოთხედფინალში კი სომეხი ჰოვანეს დავთიანი შებოჭა და ფინალის საგზურისთვის თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანი, იგივე ბექირ ოზლუ იპონზე დააგდო.

დღესვე, პაპინაშვილის გარდა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) და ვაჟა მარგველაშვილმა (66) იჭიდავეს. ჩხვიმიანმა საწყისი სამი შეხვედრის მოგების შემდეგ, მეოთხედფინალში უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან წააგო და სანუგეშო ტურნირში გადაერთო,
სადაც ვერც ყაზახ რუსტამ იბრაევს გაუმკლავდა.

სასტარტო ბრძოლა წააგო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა მარგველაშვილი, რომელმაც ტაჯიკი უმედ აბდურახიმოვის ბარიერი ვერ დაძლია.

31 ოქტომბერს აბუ დაბიში მედლებისთვის ლაშა შავდათუაშვილი (-73), უშანგი მარგიანი (-81) და ქალთა ტურნირში ჩვენი ერთადერთი წარმომადგენელი ესტერ სტამი (-70) იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
არ გრცხვენია ბეთკილ?თურკულად რომ გადაიკეთე სვანური გვარი
Unknown
18:15 30-10-2015
0
ბრავო პაპინაშვილი,საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა იყო.აზიელებთან ყოველთვის უჭირდა,ამჯერად კვარცხლბეკზე მის ქვემოთ 3 აზიელი იდგება
Nodari
18:16 30-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული