ტურნირზე პაპინაშვილმა ჯერ ჩეხ პაველ პეტრიკოვსა და ესპანელ ფრანსისკო გარიგოს აჯობა, მეოთხედფინალში კი სომეხი ჰოვანეს დავთიანი შებოჭა და ფინალის საგზურისთვის თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანი, იგივე ბექირ ოზლუ იპონზე დააგდო.
დღესვე, პაპინაშვილის გარდა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) და ვაჟა მარგველაშვილმა (66) იჭიდავეს. ჩხვიმიანმა საწყისი სამი შეხვედრის მოგების შემდეგ, მეოთხედფინალში უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან წააგო და სანუგეშო ტურნირში გადაერთო,
სასტარტო ბრძოლა წააგო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა მარგველაშვილი, რომელმაც ტაჯიკი უმედ აბდურახიმოვის ბარიერი ვერ დაძლია.
31 ოქტომბერს აბუ დაბიში მედლებისთვის ლაშა შავდათუაშვილი (-73), უშანგი მარგიანი (-81) და ქალთა ტურნირში ჩვენი ერთადერთი წარმომადგენელი ესტერ სტამი (-70) იბრძოლებენ.