აბუ დაბის "დიდი სლემი": ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
აბუ დაბიში მიმდინარე "დიდ სლემის" მეორე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ლაშა შავდათუაშვილი (-73),
უშანგი მარგიანი (-81) და ქალთა ტურნირში ჩვენი ერთადერთი წარმომადგენელი ესტერ სტამი (-70) ჩაერთვნენ, თუმცა მათგან ბრძოლას მხოლოდ შავდათუაშვილი აგრძელებს - ლაშა ბრინჯაოს მედლისთვის ჩინელ ინჯირიგალა საისთან იჭიდავებს.

ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი მერვედფინალში სამხრეთკორეელ ჩანგრინ ანთან გაფრთხილებით დამარცხა, მანამდე კი პუორტორიკოელ აუგუსტო მირანდასა და იტალიელ ენრიკო პარლატის გაუმკლავდა. ლაშამ სანუგეშო ტურნირში ესპანეთის სახელით მოჭიდავე კიოში უემაცუს აჯობა.

მხოლოდ სასტარტო შეხვედრა მოიგეს მარგიანმა და სტამმა. უშანგი მერვედფინალში რუს ხასან ხალმურზაევთან დამარცხდა,
ხოლო ესტერი თავის თანამემამულე კიმ პოლინგს ვერ გაუმკლავდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე ტურნირზე მოპოვებული ერთი ოქროს მედალია - 30 ოქტომბერს, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ამირან პაპინაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ ლაშას ბრინჯაოს მალე ტოკიოს ტურნირის ოქრო მოგველოცოს.
jorj
19:14 31-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული