უშანგი მარგიანი (-81) და ქალთა ტურნირში ჩვენი ერთადერთი წარმომადგენელი ესტერ სტამი (-70) ჩაერთვნენ, თუმცა მათგან ბრძოლას მხოლოდ შავდათუაშვილი აგრძელებს - ლაშა ბრინჯაოს მედლისთვის ჩინელ ინჯირიგალა საისთან იჭიდავებს.
ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი მერვედფინალში სამხრეთკორეელ ჩანგრინ ანთან გაფრთხილებით დამარცხა, მანამდე კი პუორტორიკოელ აუგუსტო მირანდასა და იტალიელ ენრიკო პარლატის გაუმკლავდა. ლაშამ სანუგეშო ტურნირში ესპანეთის სახელით მოჭიდავე კიოში უემაცუს აჯობა.
მხოლოდ სასტარტო შეხვედრა მოიგეს მარგიანმა და სტამმა. უშანგი მერვედფინალში რუს ხასან ხალმურზაევთან დამარცხდა,
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე ტურნირზე მოპოვებული ერთი ოქროს მედალია - 30 ოქტომბერს, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ამირან პაპინაშვილმა.