აბუ დაბის "დიდი სლემი": ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა!

AutoSharing Option
31 ოქტომბერს, აბუ დაბიში მიმდინარე "დიდ სლემის" მეორე საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (-73) მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ჩინელ ინჯირიგალა საის ვაზარით მოუგო.

ტურნირზე ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი ჯერ პუორტორიკოელ აუგუსტო მირანდას, შემდეგ კი იტალიელ ენრიკო პარლატის გაუმკლავდა. ლაშამ მერვედფინალში სამხრეთკორეელ ჩანგრინ ანთან გაფრთხილებით წააგო, სანუგეშო ტურნირში კი ესპანეთის სახელით მოჭიდავე კიოში უემაცუს აჯობა.

დღესვე, აბუ დაბიში უშანგი მარგიანმა (-81) და ქალთა ტურნირში ჩვენმა ერთადერთმა წარმომადგენელმა ესტერ სტამმაც (-70) იასპარეზეს, თუმცა მხოლდო სასტარტო შეხვედრები მოიგეს.  უშანგი მერვედფინალში რუს ხასან ხალმურზაევთან
დამარცხდა, ხოლო ესტერი თავის თანამემამულე კიმ პოლინგს ვერ გაუმკლავდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ამირან პაპინაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული