ტურნირზე ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი ჯერ პუორტორიკოელ აუგუსტო მირანდას, შემდეგ კი იტალიელ ენრიკო პარლატის გაუმკლავდა. ლაშამ მერვედფინალში სამხრეთკორეელ ჩანგრინ ანთან გაფრთხილებით წააგო, სანუგეშო ტურნირში კი ესპანეთის სახელით მოჭიდავე კიოში უემაცუს აჯობა.
დღესვე, აბუ დაბიში უშანგი მარგიანმა (-81) და ქალთა ტურნირში ჩვენმა ერთადერთმა წარმომადგენელმა ესტერ სტამმაც (-70) იასპარეზეს, თუმცა მხოლდო სასტარტო შეხვედრები მოიგეს. უშანგი მერვედფინალში რუს ხასან ხალმურზაევთან
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ამირან პაპინაშვილმა.