გიორგი მარგველაშვილმა ძიუდოს ნაკრებს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის და წარმატებები უსურვა.
"დიდი მადლობა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანისთვის. თქვენი სახელი და თქვენი მიღწევები ჩვენს საზოგადოებაში აღტაცებას იწვევს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას.
გიორგი მარგველაშვილმა ძიუდოს ნაკრების წევრებს სიმბოლური საჩუქრები - ინიციალებით გაფორმებული პერანგის ვერცხლის სამაგრები გადასცა.
წყარო: msy.gov.ge