საბერძნეთში გადასვლის მიუხედავად, ის ყოველთვის ახლოს იყო საქართველოსთან და დიდი შეჯიბრებების წინ, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, ყოველთვის ჩვენთან ემზადება. საქართველოს ნაკრებთანაც ხშირად ემზადება და ბოლო დღეებშიც თბილისში ვარჯიშობდა საბერძნეთში გადასულ კიდევ ერთ ქართველ რომან მასტოპულოსთან (73; ვანო რევაზიშვილი) ერთად.
ეს მასტერკლასი ტარდება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალი პროექტის - "ერთად აღვზარდოთ მომავალი ჩემპიონები" ფარგლებში, ანუ სახელოვანი ფალავანი მოზარდებს ჩაუტარებს
მოგეხსენებათ, ჩვენმა ძიუდოს ფედერაციამ ეს პროექტი ამ შემოდგომაზე წამოიწყო და ის განკუთვნილია ჭაბუკთა უმცროსი ასაკის მოზარდებისთვის. პირველ ეტაპზე ის, ძირითადად, თბილისელებისთვის იყო განკუთვნილი, რადგან რაიონებიდან გუნდების ორგანიზებული ჩამოყვანა ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა უზრუნველყონ, თუმცა ინტერესი იმდენად დიდია, რაიონების ცალკეული დარბაზების გუნდები მზად არიან, თავად გაიღონ ტრანსპორტირების ხარჯი და სავარჯიშოდ თავიანთი ფულით ჩამოვიდნენ დედაქალაქში.
ამ ვარჯიშებს უკვე შეუერთდნენ გორის, დედოფლისწყაროს, მარნეულის, საგარეჯოს და სხვათა გუნდები. მათ ვარჯიშებს უტარებენ მოქმედი სპორტსმენები, ნაკრების ამჟამინდელი წევრებიც და სახელოვანი ვეტერანებიც.
ამგვარ მასტერკლასებზე ჩვენი სპორტსმენებიც ხშირად დადიან უცხოეთში, განსაკუთრებით - ვალერი ლიპარტელიანი (90), რომელიც ბოლო თვეებში ესპანეთში, პოლონეთსა და სხვაგან იყო ამ მიზნით წასული.
სავარაუდოდ, ილიადისის ხვალინდელ ვარჯიშსაც დაესწრებიან რეგიონების წარმომადგენლები, რადგან ასეთ ტიტულოვან ფალავანთან ვარჯიშის საშუალება მათ ხშირად არ მიეცემათ. მასტერკლასი აკადემიაში ხვალაც ტრადიციულ დროს - 18 საათზე დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"