ჯეჯუს გრან-პრი: მსხალაძე და თუშიშვილმიც უმედლოდ დარჩნენ

AutoSharing Option
კორეულ ჯეჯუში მიმდინარე "დიდ პრიზზე" წარუმატებლად გამოვიდნენ 100 კგ-მდე წონითი კატეგორიის ქართველი ძიუდოისტებიც.

ალექსანდრე მსხალაძემ ბრიტანელი ფილიპ ავიტალარაზი ვაზარით კი დაამარცხა, მაგრამ ბრაზილიელ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ლუსიანო კორეასთან გაფრთხილებებით წააგო და სანუგეშომდე ვერ მივიდა.

გურამ თუშიშვილი მოხსნეს იაპონელ კენსუკე საკამოსტოსთან შეხვედრაში, როცა წაქცეულ მეტოქეს ნებით თუ უნებლიედ ფეხი დააბიჯა.

ჯეჯუში სულ ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა. მანამდე საწყისი ორთაბრძოლები ვაჟა მარგველაშვილმა (66) და  მარიამ ჯანაშვილმა (52) დათმეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული