იქ მისი ჭიდაობა თავიდან კი იყო დაგეგმილი, მაგრამ გეგმები არია ჩინურ ჩინდაოში მიღებულმა კისრის ტრავმამ. ამ მიზეზით მან წინა კვირას კორეულ ჩეჯუში გამართული "დიდი მუზარადიც" გამოტოვა.
ის კანოს განაცხადში იყო შეყვანილი, რადგან იმედოვნებდა, რომ მანამდე მოიშუშებდა ტრავმას, თუმცა მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერ შეძლებდა ჭიდაობას. ბოლო დღეებში საწინააღმდეგო ცნობებიც მოვი
სამაგიეროდ, გადაწყვეტილია, რომ ტოკიოში არ იჭიდავებს მარიამ ჯანაშვილი (52). ის მწვრთნელ გია თენაძესთან ერთად დღეს დაბრუნდება კორეიდან, სადაც ტურნირის შემდეგ ერთობლივ ვარჯიშებზე დარჩა. როგორც მისმა პირადმა მწვრთნელმა კახა მოცრაძემ გვითხრა, ჯანაშვილიც და თენაძეც კმაყოფილები არიან ამ შეკრებით, იქ გამართული სპარინგებით.
ჯერჯერობით ბოლომდე დაზუსტებული არაა არც ქალთა სამომავლო კალენდარი - ის წლის დასაწყისშივე კი შეადგინეს და დეკემბერში ადგილობრივი შეკრებაცაა დაგეგმილი, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე.
ყველაფერი თენაძის თბილისში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდება. ისე კი, მწვრთნელებს სურთ, 30-31 იანვარს გუნდი სოფიაში წაიყვანონ "ევროპის ღია თასზე". მანამდე ჰავანაშიც იმართება "დიდი პრიზის" ტურნირი, თუმცა, როგორც ვთქვით, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული.
კანოს ტურნირს რაც შეეხება, ის 4-6 დეკემბერს იმართება. პირველ დღეს ვაჟებში 60-66 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ, თუმცა ჩვენ 66-ში მონაწილე არ გვყავს და საქართველოდან მხოლოდ 60-ის ფალავნები - ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებენ.
5 დეკემბერს ჩვენგან ოთხი ფალავანი გავა ტატამზე - ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), კვირას კი ვაჟებში ყველაზე მეტი, 5 მონაწილე გვეყოლება: ვალერი ლიპარტელიანი (90), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა გურული (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).
სტამმა თუ შეძლო ასპარეზობა, მაშინ ისიც 5-ში იჭიდავებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"