![](https://sportall.ge/pictures/image31/4eeb125aa35b20c96badfa18866f137c.jpg)
ყველაზე შორს დღეს ბექა ღვინიაშვილი და ლევან მატიაშვილი გავიდნენ.
ღვინიაშვილი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგ კირილ მარეს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა. ვარლამ ლიპარტელიანი (-90), ლაშა გურული (-100) და ადამ ოქრუაშვილი (+100) კი პირველივე ეტაპზე დამარცხდნენ.
ცოტა ხანში თავის შეხვედრას ბრინჯაოს მედლისთვის მატიაშვილი (+100) გამართავს. ლევანის მეტოქე იაპონელი დაიკი კამიკავა იქნება. აქვე შეგახსენებთ, რომ მატიაშილი საქართველოს სახელით ბოლო მოასპარეზეა, მიმდინარე გრან-სლემზე კი ჩვენების ანგარიშზე 1 ოქრო და 1 ბრინჯაოა.