ტოკიოს გრან-სლემი: ბექა ღვინიაშვილი უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
ტოკიოში მიმდინარე ძიგორო კანოს სახელობის გრან-სლემის დასკვნით მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველო ჯერჯერობით მედლის გარეშეა.

ყველაზე შორს დღეს ბექა ღვინიაშვილი და ლევან მატიაშვილი გავიდნენ.

ღვინიაშვილი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგ კირილ მარეს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა. ვარლამ ლიპარტელიანი (-90), ლაშა გურული (-100) და ადამ ოქრუაშვილი (+100) კი პირველივე ეტაპზე დამარცხდნენ.

ცოტა ხანში თავის შეხვედრას ბრინჯაოს მედლისთვის მატიაშვილი (+100) გამართავს. ლევანის მეტოქე იაპონელი დაიკი კამიკავა იქნება. აქვე შეგახსენებთ, რომ მატიაშილი საქართველოს სახელით ბოლო მოასპარეზეა, მიმდინარე გრან-სლემზე კი ჩვენების ანგარიშზე 1 ოქრო და 1 ბრინჯაოა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
უმედლოდ კი არა ახალგაზრდულ მსოპლიოს ჩემპიონატზე რომ იყო წასული აი ია პერიოდი უნდა დაესვენა და ეხლა მოიგებდა მედალს. სადაც საჩიროა იქ ვერ იგებენ მედლებს.
dima
18:17 06-12-2015
0
ბექა თავის წონაში უმედლოდ არ დარჩებოდა.
ფერნანდო
12:45 06-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული