დღეს ძიუდოს ქართული კლუბები ევროპულ ლიგებში, თბილისსა და ვენაში იასპარეზებენ

AutoSharing Option
19 დეკემბერი ევროპულ ძიუდოში საკლუბო ტურნირების დღეა.

"ოქროს ლიგაში", რომელიც ავსტრიაში იმართება, ქართული კლუბი "მებრძოლი" იასპარეზებს, ხოლო თბილისში "ოქროს ლიგის" საგზურის მოსაპოვებლად კიდევ ორი ქართული კლუბი  - "საგარეჯო" და "შევარდენი" პირველ ლიგაში იბრძოლებენ.

ოქროს ლიგა
ვენაში "მებრძოლის" გარდა, რომელიც მთლიანად ქართველი ძიუდოისტებისგანაა დაკომპლექტებული, კიდევ 7 კლუბი გამოვა: ვენის "ვოლკსბანკ გალაქსი ძიუდოს ვეფხვები", გერმანული "აბენსბერგი", ფრანგული "სენ ჟენევიევს სპორტი", ლისაბონის "კლუბ სპორტინგი", სერბული "რედ სტარი", ორი კი რუსული კლუბი იქნება: სანკტ პეტერბურგის "იავარა ნევა" და ვლადიკავკაზის "დინამო-ალანია".

"მებრძოლს" წილისყრამ პირველ მეტოქედ ფრანგული
"სენ ჟენევიევს სპორტი" არგუნა.

მებრძოლი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, შალვა ქარდავა
81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური
+90 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი

პირველი ლიგა
თბილისი ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგას პირველად მასპინძლობს. ახალ სპორტის სასახლეში წინასწარი შეხვედრები 11:00 სთ-იდან დაიწყება, გახსნის ცერემონია 16:30 სთ-ზე გაიმართება, ხოლო ფინალური ბლოკი და დაჯილდოება - 17:00 სთ-იდან. ტურნირის პირდაპირ რეპორტაჟს "რუსთავი-2" შემოგთავაზებთ.

"საგარეჯო" ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს და გროზნოს "ედელვაისსა" და ფრანგულ "ნიცა ჯუდოს" შორის მოგებულს დაუპირისპირდება, ხოლო "შევარდენი" - ფრანგულ "სუცი ჯუდოს".

საგარეჯო
66 კგ. გიორგი კაციაშვილი, ბექა შავდათუაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი კაციაშვილი
81 კგ. უშანგი მარგიანი, კობა მჭედლიშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი
+90 კგ. ლევან მატიაშვილი

შევარდენი
66 კგ. გელა კელიხაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი
73 კგ. ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური
81 კგ. ლევან გუგავა, პაატა ბიბილაშვილი
90 კგ. ონისე სანებლიძე, გიორგი გველესიანი
+90 კგ. ონისე ბუღაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული