ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა კლუბი "საგარეჯო", რომელმაც გროზნოს "ედელვაისს" სძლია და ფინალის საგზურისთვის კიდევ ერთ რუსულ გუნდს - "რატიბორეცს" დაუპირისპირდება.
რეპეშაჟში იასპარეზებს "შევარდენი", რომელიც პირველ შეხვედრას ჰოლანდიურ "ნორდ-ოსტ ჰერენვენთან" გამართავს. მანამდე "შევარდენმა" ფრანგულ "სუცი ჯუდოს" მოუგო, თუმცა რუსულ "ნიუ სტრიმ ტიუმენთან" დამარცხდა.
ფინალური ეტაპი 17:00 საათზე დაიწყება.