"ოქროს ლიგაში", რომელიც ავსტრიაში იმართება, ქართული კლუბი "მებრძოლი" იასპარეზებს, ხოლო თბილისში "ოქროს ლიგის" საგზურის მოსაპოვებლად კიდევ ორი ქართული კლუბი - "საგარეჯო" და "შევარდენი" პირველ ლიგაში იბრძოლებენ.
ოქროს ლიგა
ვენაში "მებრძოლის" გარდა, რომელიც მთლიანად ქართველი ძიუდოისტებისგანაა დაკომპლექტებული, კიდევ 7 კლუბი გამოვა: ვენის "ვოლკსბანკ გალაქსი ძიუდოს ვეფხვები", გერმანული "აბენსბერგი", ფრანგული "სენ ჟენევიევს სპორტი", ლისაბონის "კლუბ სპორტინგი", სერბული "რედ სტარი", ორი კი რუსული კლუბი იქნება: სანკტ პეტერბურგის "იავარა ნევა" და ვლადიკავკაზის "დინამო-ალანია". "მებრძოლს" წილისყრამ პირველ მეტოქედ ფრანგული
მებრძოლი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, შალვა ქარდავა
81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური
+90 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი
პირველი ლიგა
თბილისი ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგას პირველად მასპინძლობს. ახალ სპორტის სასახლეში წინასწარი შეხვედრები 11:00 სთ-იდან დაიწყება, გახსნის ცერემონია 16:30 სთ-ზე გაიმართება, ხოლო ფინალური ბლოკი და დაჯილდოება - 17:00 სთ-იდან. ტურნირის პირდაპირ რეპორტაჟს "რუსთავი-2" შემოგთავაზებთ."საგარეჯო" ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს და გროზნოს "ედელვაისსა" და ფრანგულ "ნიცა ჯუდოს" შორის მოგებულს დაუპირისპირდება, ხოლო "შევარდენი" - ფრანგულ "სუცი ჯუდოს".
საგარეჯო
66 კგ. გიორგი კაციაშვილი, ბექა შავდათუაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი კაციაშვილი
81 კგ. უშანგი მარგიანი, კობა მჭედლიშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი
+90 კგ. ლევან მატიაშვილი
შევარდენი
66 კგ. გელა კელიხაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი
73 კგ. ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური
81 კგ. ლევან გუგავა, პაატა ბიბილაშვილი
90 კგ. ონისე სანებლიძე, გიორგი გველესიანი
+90 კგ. ონისე ბუღაძე.