ევროპის საკლუბო ჩემპიონატი. ოქროს ლიგა: თბილისის "მებრძოლი" ფინალშია!

AutoSharing Option
ძიუდოს კლუბი "მებრძოლი" ვენაში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" ფინალში გავიდა.

თბილისურმა კლუბმა, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს ეროვნული ნაკრების ძიუდოისტებითაა დაკომპლექტებული, ტურნირზე ჯერ ფრანგულ "სენ ჟენევიევს" მოუგო (3:2), შემდეგ კი ნახევარფინალში პორტუგალიური "კლუბ სპორტინგი" დაამარცხა (3:2).

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტები გერმანულ "აბენსბერგს" დაუპირისპირდებიან. ფინალური ბლოკი მოგვიანებით დაიწყება და მისთვის თვალის მიდევნება შეგიძლიათ ამ ბმულზე.

"მებრძოლი" "ოქროს ლიგაში" ამ შემადგენლობით გამოდის:

66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, შალვა ქარდავა
81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ.
ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური
+90 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაგაც ვერ გავოგე, აკი საქართველოში ტარდება ევროპის გუნდური ჩემპოინატი სა ,,საგარეჯო" გამოდის საქართველოს სახელითო? აბრნსბრგი არ ჩამოდის აბა აქ ,,მიკი-მაუსების ჩემპიონატს ატარებენ?
0
საქარტველოსჰი მეორე ლიგის ჩემპიონატია ვენაში უმაGლესი ლიგის
ffff
20:20 19-12-2015
0

სიახლეები პოპულარული