დაპირისპირება ქართულ ძიუდოში - ზვიადაურის თქმით, 90-იანი წლები დაბრუნდა!

AutoSharing Option
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ზურაბ ზვიადაური ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ძიუდოში 90-იანი წლები ბრუნდება.

ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ზვიადაურმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის ინფორმაციით, დღეს სპორტსმენებს არ აქვთ შეკრებებისა და ვარჯიშისათვის სათანადო პირობები.

"ყველასთვის გასაკვირი იქნება, რომ მე ამ განცხადებას ვაკეთებ, რადგან ცოტა ხნის წინ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ფედერაციაც საუკეთესოდ დასახელდა, რაც კარგია და ვაღიარებ, რომ ის წარმატებული ფედერაციაა, მაგრამ ფედერაცია წარმატებული იმ ბიჭებით არის, რომლებიც წელებზე ფეხს
იდგამენ და მას საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰქვია.

მინდა, რომ ვისაც ძიუდოს სამყაროზე გული შესტკივა, ასევე, სპორტის სამინისტროს და მინისტრს ვთხოვოთ და მოვთხოვოთ, ყურადღება მიაქციონ და გადახედონ იმას, თუ რა ხდება ძიუდოს სამყაროში.

გუშინ ჩემს მეგობრებს შევხვდი, რომლებიც ძიუდოს წამყვანი სპორტსმენები არიან, რომლებიც გვიხარია, რომლებსაც ტაშს ვუკრავთ და რომლებიც ქვეყანას ასახელებენ. სპორტსმენები ვართ და ვიცით, რა სჭირდება სპორტსა და სპორტსმენებს. მათ გვერდზე დგომა და ის ელემენტარული პირობები სჭირდებათ, რაც ჩვენ 90-იან წლებში გვაკლდა.

დღეს ვფიქრობ, რომ 90-იანი წლები დაბრუნდა და ბრუნდება, ვინაიდან ამის თაობაზე სპორტსმენების გულისტკივილი მოვისმინე", - განაცხადა ზვიადაურმა კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატი მედიის წარმომადგენლებს მიმართავს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა და სპორტსმენებს შორის დამოკიდებულება საჯარო გახადონ. მისი თქმით, ელემენტარული პირობები, გათბობაც არ არის.

"ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი იმ ნაკრებს გათბობას არ ურთავს, რომელიც საქართველოში ნომერ პირველი სპორტია. ყველას ვთხოვ და მოვითხოვ კიდეც, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ, მას დღესვე დაუძახონ და გაარკვიონ, თუ რა ხდება და რატომ არის მსგავსი მდგომარეობა ძიუდოში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფედერაცია წარმატებულია, ოღონდ იმ ბიჭებით, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და დღე-ღამეს ასწორებენ, რათა ქვეყანა ასახელონ.

სპორსტსმენებმა ვიცით, ის შრომა და წვალება რა არის, რომელსაც დაფასება უნდა. ბიჭები, რომლებიც შეკრებას გადიოდნენ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სახლებში გაუშვა, ოთხი დღე არ დატოვა და მათ უთხრა, რომ სახლებიდან ევლოთ, რაც სწორი დამოკიდებულება არ არის.

ბატონო შოთა (ხაბარელი), თქვენ ნაკრების უფროსი მწვრთნელი იყავით და იცით, თითოეული დღე როგორი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოლიმპიური წელია", - მიმართა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელს ზვიადაურმა.

შოთა ხაბარელის განცხადებით, ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ოლიმპიადა კარსაა მომდგარი და წინ სალიცენზიო შეჯიბრებებია ჩასატარებელი. დეპუტატების გადაწყვეტილებით, წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
90 წლები კი არა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს პარლამენტარი რომელმაც წერა კითხვა არ იცის. ამიტომაა მაგის მხარდაჭერილ კანონებით რომ ვცხოვრობთ. და კვეყანა ინგრევა. რა უფლებით საუბრობს ეს ზვიადაური
Giorgi
30 იანვარი 2016 04:43
0
ბიძინა როარა ეგ რაგბი ფეხბურთზე უარეს დღეში იქნებოდა მიშისტების გასაგონად და ოლიმპიურ ჩემპიონებს ფულს მიშა კიარა ოლიმპიური კომიტეტი აძლევდა მისი პრეზიდენტი კიდე პატარკაციშვილი იყო და არა მიშა და გრიშა დაეს კაცი უხდიდა მილიონს ჩემპიონს.დდ მეზღაპრეების და დემაგოგების დრო წავიდა და აღარ დაბრუნდება.
qutaiseli
29 იანვარი 2016 08:58
0
ზურაბ აი მაგ მოუთმინოთ დაღუპა ყველაფერი მადლობა ყველაფრისთვის რაც გვაჩუქა არ ვივიწყებთ მარა გვახსოვს წარსულიც როცა რაც აწყობდა იმას რო საუბრობდა კაცები სხვანაირად იქცევიან ან სდუმან ან საერთო სიმართლეს საუბრობენ აკადემიის დაკეტვა სიმართლე იყო რასაც მხარს უჭერდა ჩემპიონები ხდებიან კაცებად იბადებიან
zviadauro
29 იანვარი 2016 02:33
0
zviadauro გეთანხმებით!
ზურაბ ზვიადაურო, არ გეთანხმებით!
ზურაბის დამსახურება უზარმაზარია, ასთი ხალხი ძალიან ხშირად მოსაწონი ხასიათის ვერაა და ჩვენც მოვუთმინოთ, მათ ნათქვამს მაინცა და მაინც ნუ გამოვაჭენებთ შარაზე, ნამუსი შევუნახოთ. დამიჯერეთ, მაინც ნუ ვატკენთ გულს.
zurab
28 იანვარი 2016 19:01
0
ეს ალბათ კაიფშია. ბრმაც კი დაინახავს რომ დღეს რომ ძიუდოს პატრონი ჰყავს ისეთი არ ჰყოლია არასოდეს არსებობის მანძილზე. ქევხიშვილი მართლა ძალიან კარგი ადამიანია და კარგი მენეჯერია. შეკრებები არ აკლიათ ბიჭებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და მთელი ცხოვრება სადღაც რომ იყვნენ შეხიზნულები ახლა თავიანთი დარბაზი აქვთ. ეტყობა რომ აკეთებს ქვეხიშვილი საქმეს შენგან განსხვავებით. მოდი რა მთლად ნუ გადაუსვამ ხაზს იმას რაც გაგიკეთებია როგორც სპორტსმენს და თავს ნუ იბანძებ. შეეშვი იმას რაც შენი საქმე არ არის.
fraternity
28 იანვარი 2016 18:18
0
ზვიადაურო შენ ის კაცი არ ხარ სპორტის აკადემიის დაკეტვას მხარს უჭერდი ის კაცი არ ხარ რომელსაც სპორტის აკადემიის მწვრთნელთა ფაკულტეტის ვალი დღესაც გაააქვს თუ არ გაახსოვს გაიხსენე შეკრებაზე ვისი ფულით წახვედი ის კაცი არ ხარ ცირეკიძის დასამარცხებლად არასპორტულ ხერხებსაც არ ერიდებოდი ? ქევხიშვილი თუ რამეს ურევს მისულიყავი დალაპარაკებოდი ჯერ კაცურად და მოგეთხოვა სიტუაციის გამოსწორება რისი უფლებაც გაქვს შენი კარიერიდან გამომდინარე ასე გამოჭენებას ჯერ მარა ეტყობა ხვდები სიაში აგარ შეგიყვანენ და ეხლა ფედერაცია გინდა მედროვეეების ხელში რა უნდა გვეშველოს
zviadauro
28 იანვარი 2016 17:37
0
დღეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ყავს რეფორმატორი, გონიერი, ინტელექტუალური, აქტიური და ინიცატივიანი პრეზიდენტი - დავით ქევხიშვილი
დავითი
28 იანვარი 2016 17:00
0
მართლა არასდროს გვქონია ასეთი კარგი პირობები, როგორც ახლა გვაქვს. დაგვანებეთ თავი.
გიო
28 იანვარი 2016 16:19
0
ფეგფურტი დაგავიწყდა
givi
28 იანვარი 2016 16:10
0
მერე ვისი ბრალია ტქვენ უმადურებო, როდესაც შევარდნაზეს დროს არც გათბობა და არც ფული არ გქონდათ მიშას მოსვლის შემდეგ ყველაფერი მოგცათ მილიონები დაგირიგათ, ბინები მოცათ თქვ ენ უმადურებმა კი შეურაცყოფის მტი არ აგირსეთ. დგეს კი უკვე 90 აიანი დააბრუნეთ თქვენმა ოცნებამ და კვლავ პრეტენზიები გაქვტ?
gaga
28 იანვარი 2016 16:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული