ირაკლი უზნაძე: გათბობა გამორთული იყო თუ ჩართული, არ ვიცი, მაგრამ დარბაზში ციოდა

AutoSharing Option
ქართულ ძიუდოს არა და არ ეღირსა დამშვიდება - გუშინ, 28 იანვარს ახალი სკანდალი პარლამენტის სპორტის კომიტეტიდან ისროლა დეპუტატმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა, რომელმაც ეროვნული ნაკრების შეუფერებელ მოსამზადებელ პირობებზე ილაპარაკა.

კერძოდ, გათბობის პრობლემაზე, რაშიც ფედერაცია, უფრო სწორად კი, მისი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაადანაშაულა და ამ ყველაფერს 90-იანებში დაბრუნება უწოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ნაკრების რამდენიმე ლიდერსაც ვთხოვეთ, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ ისურვა ამ თემაზე საუბარი. სამაგიეროდ, დაგვთანხმდა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე:

"არ ვიცი, რა მიზეზები გავრცელდა საზოგადოებაში ან ვინ რა ინტერპრეტირება გააკეთა, მაგრამ მე რაც ვიცი, დარბაზში ციოდა და ეს პრობლემა აქამდე ვერ მოგვარდა. სამწუხარო ფაქტია.

გათბობა გამორთული იყო თუ ჩართული, არ ვიცი, მაგრამ დარბაზში ციოდა და ეს იყო უკმაყოფილების მიზეზი. ნომერ პირველი გუნდისთვის ასეთი პირობები არაა მისაღები. მით უფრო, ოლიმპიადამდე 4-5 თვეა დარჩენილი.

ბიჭებს სავარჯიშოდ მოსვლაზე უარი არ უთქვამთ, მაგრამ ბოლომდე ვერ იტვირთებოდნენ, რადგან შეიძლებოდა, ტრავმა მიეღოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მე მაპატიეთ, მაგრამ 3 წლის განმავლობაში ზვიადაურისგან ჩახდილი ერთი ადგილის მეტი არაფერი გვახსოვს პარლამენტში. რაღა ამ სიების შედგენის წინ გადაწყვიტა აქტიურობა. ეგ ფედერაციის პრეზიდენტობას ხომ არ უმიზნებს შემთხვევით. თუ ასე დარდობს ძიუდოზე, მისულიყო და ადგილზე გაერკვია, თვითონაც ამ გუნდის წევრი არაა? სირცხვილი მაგას.
მარიამი
11:08 02-02-2016
0
ახლა ვინც ითავა და ვინც აიტაცა გათბობასთან დაკავშირებით რეალობაში სხვა გულისტკივილი ამოძრავებთ,
ცხადია რომ პარლამენტში მჯდომი სპორტსმენები დაინტერესებულნი არიან კრიზისის შექმნაში , რათა შემდეგ ააგორონ
და გაისუფთავონ გზა მომავლისათვის, როდესაც პარლამენში მათი ადგილი აღარ იქნება, სხვა შემთხვევაში უბრალოდ კაცურად დაუდგებოდნენ ქევხიშვილს მხარში და გათბობას კი არა და ნებისმიერ პრობლემას მოხსნიდნენ.
სხვა ყველა მოქმედება ვირტხების საქციელია :((((((
Beso
09:57 30-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული