[დღის თემა] სკანდალი ქართულ ძიუდოში - სამშობლო როსკიპი ქალი არაა

AutoSharing Option
ნეტავ რა წყევლაა ასეთი, ქართულ ძიუდოში ყველა თაობამ ბუნტი რომ უნდა მოაწყოს და ყველა ოლიმპიურ ციკლში წარმატებების მაგივრად სკანდალებს უნდა ვუყუროთ?!

დარბაზის გათბობის პრობლემიდან დაწყებული, უთანხმოება გაღუნულ შტანგებზე ვარჯიშამდე და ნაკრების ცუდ პირობებში მომზადებამდე მივიდა, ყველაფერი კი სპორტსმენთა მიერ ქომაგთა გინებით და საქართველოდან წასვლის მუქარებით დასრულდა.

სამწუხაროდ, მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა – განხეთქილებაში ნაკრების წევრებიც ჩაებნენ. როგორც ამ ბოლოს მოდად იქცა, ძირითადი კამათი "ფეისბუქზე"  გაიმართა და სწორედ იქ გაჩნდა ქომაგთა საგინებელი პოსტები, ავთანდილ ჭრიკიშვილის გვერდიდან. იქვე იყო ასევე
გინება ტელევიზიებისადმი, რომ მისი ინტერვიუ სრულად არ გაუშვეს და მუქარაც, მაგათ ინტერვიუს არასოდეს მივცემო.

ჩემთვის ცოტა ძნელია იმის მტკიცება (მით უფრო, არა ვარ "ფეისბუქმომხმარებელი", ხოლო ის პოსტები სხვა ფორუმზე ვნახე გადაბეჭდილი), ეკუთვნის თუ არა ის გვერდი ნამდვილად ჭრიკიშვილს, ან მართლაც მან დაწერა თუ არა ის პოსტი, თუმცა არაა ახალი გვერდი და თან საყოველთაო მოსაზრებით, ნამდვილად ჭრიკიშვილისაა და ნამდვილად მისი სახელით გავრცელდა, ოღონდ ორიოდე საათში წაიშალა. ამასთან, არც ჭრიკიშვილს უარუყვია იმ გვერდთან კავშირი.

ამას უკვე "ფეისბუქზეც" და საიტებზეც მოჰყვა მუქარა საქართველოდან წასვლის შესახებ, რაშიც სხვა სპორტსმენებიც ჩაებნენ...

ერთი სიტყვით, ზვავი უკვე დაგორდა, მას კი ვერავინ შეაჩერებს, ვიდრე თავისით არ გაჩერდება. ახლა ყველას - ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს და იმავე საპარლამენტო კომიტეტის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორმე სპორტსმენები გავარიდოთ ამ ზვავს, რომლებიც ამ ქარბორბალას ცენტრში აღმოჩნდნენ. ვნებებმა უკვე საკმაოზე მეტად ამოხეთქეს. ახლა ის დროა, როცა ემოციები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს და ცივი გონებით მიუდგნენ საქმეს.

თავად სპორტსმენებსაც მინდა მივმართო: შეანელეთ აქტიურობა სოციალურ ქსელებში (მით უფრო, შეკრებაზე ხართ), მოზომეთ ემოციებიც და სათქმელიც. გვესმის, რომ იმ დღეებში დარბაზში მეტი სითბოც გჭირდებოდათ; იქნებ სხვა პრეტენზიებიც საფუძვლიანია (თუმცა ორივე მხარის არგუმენტების გაცნობამდე ამაზე ვერ ვილაპარაკებ), რაოდენ მართლებიც უნდა იყოთ ფედერაციასთან, რაოდენ მძიმე პირობებშიც უნდა გიწევდეთ ვარჯიში, ეს მაინც არ გაძლევთ უფლებას, ქომაგებს აგინოთ (ცხადია, თუ ის მართლაც ჭრიკიშვილის დაწერილი პოსტია). იმ ქომაგებს, რომელთა მიერ გადახდილი გადასახადებით იღებთ ხელფას-პრემიებს, რაც ბევრად აღემატება თავად მათ ანაზღაურებას.

უნდა გახსოვდეთ, რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია.

აკი იმ გინებას მოჰყვა კიდეც ქომაგთა დიდი უკმაყოფილება ინტერნეტში: "თურმე უსაქმურები ვყოფილვართ, ამათ საქომაგოდ ღამეებს რომ ვათენებდით", "აწი მე ამათ არ ვუქომაგებ"; "აბა, დღეს ვის ვქომაგობთ - სამხრეთ კორეას თუ ვის?" - ამ დღეებში სოციალურ ქსელებში მსგავსი შინაარსის პოსტები მრავლად გაჩნდა.

ახლა თქვენ დაკავებული უნდა იყოთ მომზადებით, კონკრეტულ მეტოქეებზე ზრუნვით და არა განცხადებების კეთებით. თუ თქვენ ფედერაცია არ გიქმნით პირობებს, ცხადია, გაქვთ უფლება, მოითხოვოთ მათი გაუმჯობესება, მაგრამ აჯობებდა, ამ მოთხოვნით ფედერაციის აღმასკომისთვის მიგემართათ და ეს ამბავი პარლამენტის ტრიბუნიდან არ გახმაურებულიყო, რომელსაც არაფერი ესაქმება საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან.

ან ახლა რომ ჩაერიოს საპარლამენტო კომიტეტი ფედერაციის მუშაობაში, რა სტატუსით? ეს აღმასკომმა უნდა გააკეთოს.

თუ თქვენ მიგაჩნდათ, რომ ამერიკაში თამაზ კირაკოზაშვილის და თორნიკე ნაგლიაშვილის გაგზავნა შეცდომა იყო; თუ მიგაჩნიათ, რომ ხელფას-პრემიები არასწორად ნაწილდებოდა, ამათ მოსაგვარებლად არსებობს აღმასკომი. ვფიქრობ, პრობლემათა მოგვარების საუკეთესო გზა არა ბუნტი, არამედ საკანონმდებლო გზით გადაწყვეტაა და ამას ყველანი უნდა მივეჩვიოთ, როგორც თანამედროვე, დასავლური და დემოკრატიული ურთიერთობის ფორმას.

ვერ ვამტკიცებ, რომ სავარჯიშოდ იდეალური პირობები გაქვთ და თქვენი პრეტენზიები უსაფუძვლოა - ამაზე თქვენ უნდა ილაპარაკოთ, ჩვენ კი მზად ვართ, ტრიბუნა დაგითმოთ. მეც მიმაჩნია, რომ ბევრი პრობლემა აღმასკომის როლის დაკნინებამ განაპირობა ანუ მართვის პრობლემა ნამდვილად დგას - ბევრ საკითხზე მისი ვიზირება რომ ყოფილიყო, ამ საკითხების უმეტესობა არც წამოიჭრებოდა.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენ საკმარისი პრემია არ აიღეთ ან ვინმემ დაგაკლოთ ის; თუ იმით ხართ უკმაყოფილო, რომ წინა წლების მსგავსად, ამჯერად ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად ზემდგომთაგან ვერ იღებთ ჩვეულ გარანტიებს, თქვით ხმამაღლა, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს, სამშობლოს ულტიმატუმის ენით ელაპარაკოთ და სხვაგან წასვლის მუქარა დაიწყოთ - ეს უკვე შანტაჟის ენაა, სამშობლოს კი ასეთი ლექსიკით არ ელაპარაკებიან.

რაოდენ მართლებიც უნდა იყოთ, ამის უფლებას არანაირი სინჯის მედალი არ აძლევს არავის. მსგავს თემებზე აპელირებით თქვენ იმ მიზანსაც აყენებთ ჩრდილს, რისთვისაც ახლა იბრძვით - სავარჯიშო პირობების გაუმჯობესება და ოლიმპიადისთვის კარგად მომზადება.

დღეს ხშირად ისმის, ვარჯიშებზე ვართ გადაგებულნი და მთელ დროს ამას ვწირავთო, მაგრამ განა ვარჯიშს ნაკლები შესწირა ვიქტორ სანეევმა, ფაქტობრივად, ახალგაზრდა კაცი რომ დაინვალიდდა სპორტში მიღებული ტრავმებით? მას მართლა კალთებს ახევდნენ სხვაგან წასვლის თხოვნით, ოქროს კოშკებს აღუთქვამდნენ, მაგრამ ამ არაქართული წარმოშობის კაცს არც უფიქრია საქართველოს დატოვება და თქვენ ჯერ განა რა გაუკეთეთ საქართველოს სანეევის დარი?

თუმცა ვიმეორებ - ათჯერ მეტიც რომ გაუკეთოთ, მსგავს ულტიმატუმს ეს მაინც არ გაამართლებდა.

თავის დროზე ნონა გაფრინდაშვილმა უთხრა უცხოეთში წასვლის ერთ მსურველს, განა რა გაუკეთე საქართველოს ასეთი, პრეტენზიებს რომ უყენებო. თავად მას - ნონა გაფრინდაშვილსაც, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და ლამის რევოლუცია მოახდინა საზოგადოებრივ ცნობიერებაში თითქმის მთელ მსოფლიოში, მაშინაც არ უფიქრია უცხოეთში წასვლა, როცა ამ ბოლო წლებში პოლიტიკურად იდევნებოდა და თქვენ რა გაგიჭირდათ ასეთი?

ხალხმა სიცოცხლე და შვილები შესწირა სამშობლოს, ბევრმა იმ შვილის საფლავიც არ იცის და იმათ რაღა უნდა ქნან მაშინ?! ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, ეს ცოტა სხვა რამეა: "ვიცი, მაგრამ ვერ ვამბობ".

გირჩევთ, წაიკითხოთ ვარდგეს პეტროსიანის "უკანასკნელი მასწავლებელი", სადაც შეხვდებით ფრაზას: "სამშობლოს ტრაგიკული განცდა" - იმედია, ეს ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. იქვე ასეთ ფრაზასაც ამოიკითხავთ - სამშობლო ღამის გასათევი სადგური ნუ გგონიათო - ვფიქრობ, ესეც მეტყველი ფრაზაა, რასაც ისევ დუმბაძის ერთ ფრაზას დავუმატებ - "სამშობლო ხაჭაპური როდია, რომ გულიდან მარტო ყველი ამოჩიჩქნო, ჭამო და ქერქი გადაყარო. სამშობლო ისაა, თავის ყველიან, ქერქიან, ნახშირიან, მტვრიანად რომ შეჭამ და მოინელებ".

დასასრულ, ვიმედოვნებთ, ვითარების დასაწყნარებლად და ამ ნაკრების სავარჯიშო პროცესის ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად დღესვე გააკეთებენ განცხადებებს სამინისტროც, ოლიმპიური კომიტეტიც და საპარლამენტო კომიტეტიც.

იმედია, ხელფას-პრემიების დახურული თემაც (არაერთი ინფორმაციით, ესეც იქცა დავის საგნად) ამბავიც ერთხელ და სამუდამოდ გამოვა მზის სინათლეზე და ჩვენც გავიგებთ ამ კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /
ფაქტი ფაქტად რჩება 1. შეურაცყო გულშემატკივარი. 2. მუქარით შეურაწყო სამშობლო. თუ ძმაკაცი ხარ ან/და დაქალი მისი გამართლება ასეთუ ისე გასაგებია მაგრამ სხვა დანარჩენილი სამყარო ვერ პატიობს და ... ჩლუნგობას ვერ პატიობს ვიდრე ბოროტებას :)
ASI
02 თებერვალი 2016 18:31
0
მარიამს მინდა ვუთხრა ასეთი დაბოღმილი რატომ არის ამ ბიჭებზე, მათ დათოზე რაც თქვეს თქვენ რომ ბოლომდე მოგესმინად ასეთ აზრს არ გამოიტანდით. ეს გააპროტესტეს ბიჭებმა რომ მათი ნათქვამი არასწორად ამოჭრეს და გადააკერეს. მაგრამ თქვენ ხომ ჩვეულებრივი რიგითი გაბირეტებული, დაბოღმილი და შურიანი ქართველები ხართ
მაია
02 თებერვალი 2016 16:48
0
ავთომ სულ სხვა რაღაც თქვა. ავტოს სიტყვებია ვისაც ქართული ძუდოს განვითარება არ უნდა და
ხელს უშლის იმას შეაგინა. როგორც ვხვდები თქვენ ვითომ ქომაგებო სწორედ ამათ რიგებში ხართ, ვისაც ამ ბიჭების წარმატება არ გიხარიათ სამწუხაროა ამდენი შურიანი და დაბოღმილი უსაქმური ადამიანი რომ არის აქ თავმოყრილი
judo
02 თებერვალი 2016 16:43
0
,,თუ კაცსა ცოდნა არ ააქვს დასტანჯავს წუთისოფელი" ბიჭებო ჭიდაობა კარგია მარა გონების საზრდოზე იზრუნეთ, შემდეგ ასე არ მოიჭრით თავს ქვეყნის წინაშე, ეგ ოქროში ამოვლებული მეტალი ოხრად შეგრჩებათ. მაგინებელი უფრო ბევრი გაგიხთად დღეისამასიქით! ჯობია ბოდიში მოიხადოთ და შემდეგში სხვას მაინც გაადმოწმებიოთ თქვენი ნათქვამების კორექტურობა . ფუი რომ ასე გაიხადეთ საქმე
GEO
02 თებერვალი 2016 16:05
0
ყოვლად სამარცხვინოა ის ფაქტი,რომ ასეთი წარმატებული და წამყვანი სპორცმენები,როგორებიც არიან ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი,რომლებისთვისაც დათო ნამდვილად ყველა პირობას ქმნის,რომ თავი კომფორტულად იგრძნონ უსირცხვილოდ უყენებენ ბრალს და მას უპასუხისმგებლობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ. ის თუ გამათბობელი ყინვების დროს ვერ ათბობდა დარბაზს არ იყო იმ მასშტაბის პრობლემა,რომ ასე გაეხმაურებინათ და კუდი გამოებათ დათოს წინააღმდეგ.თუ ისინი პატივს არ სცემენ საკუთარ ოჯახს ძიუდოს აკადემიას,პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს აქ ხომ საუბარი ზედმეტია ,რომ მათ უყვართ ქართველი გულშემატკივარი და საქარტველო,მერედა ვირას გაგვიკვირდება თუ აქედან წავლენ და სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზებენ? მე ნამდვილად ვიცი,რომ ჭრიკიშვილმა და ლიპარტელიანმა გინებით აიკლეს მედიის წარმომადგენლები,რატომ ბოლომდე არ უშვებთ ჩვენს სინქორნებსო.ცხადია ტელევიზიის სტანდარტებზე მათ არაფერი სმენიათ. სამარცხვინოა ის ფაქტი,რომ სწორედ მედია საშუელებებით ამ კონფლიქტზე მუშაობისას,მათ საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად,რომ ვითომ დარბაზში ძალიან ცივოდა დუტის კურტკები ჩაიცვეს და ისე დაიწყეს ვარჯიში. სამარცხვინოა,რომ ქართველ ხალხს,ძიუდოს გულშემატკივრებს მათ დაანახეს ის,რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული არ არის.მათი ქმედების მთავარი მოტივატორი ნათელია ყველასთვის,ვიმედოვნებ გონს მოეგებიან და საჯაროდ მოუხდიან ბოდიშს დათოს.უმადურობა და დაუნახავობა ყველაზე დიდი ცოდვაა ამქვეყნად და იმედია მათ ამბიციურ და პროვოკაციულ გამოსვლას თვითონვე დაასრულებენ დროულად!
mariami
02 თებერვალი 2016 14:24
0
წასვლა გინდატ არაა? .... და კიდევ ტქვენი სემხვეწნის ...., აბა ვინ სეგეხვეწებათ ერტი თვალყური უნდა ვადევნო, მაგრამ სად .... საად. სად რავინს არ ხართ სულ არავინ. ....
maxo
02 თებერვალი 2016 13:11
0
ქევხიშვილისნაირ პრეზიდენტს ეგენი მაგ სფეროში სხვას სადრა იშოვიან ეგ ერტი ჰყავდათ განატლებული ძიუდოისტი და მოაზროვნე და მაგასაც ბრძოლა გამოუცხადეს. უტვინო ურცევიათ, მათნაირი. ვაი სირცხვილოო, ცივილიზაციის ნატამალი არ სცხიათ.
lolo
02 თებერვალი 2016 13:09
0
ქევხიშვილი ძალიან მესიმპატიურება. ძალიან საინტერესო და გასაგები იცის. არასოდეს მინახავს. მაგრამ ჭკვიანი ცანს. ბევრი მხარდამჭერიც ჰყავს ამის გამო. ზვიდაური აშკარად ...,. არც მას ვიცობ, მაგრამ,ეტყობა. რარც ვიდეო ვნახე ორ სიტყვას ვერ ახერხებს. სამარცხვინო და თავისმომჭრელი ტიპია. ამითაც დაამტკიცა რო ცუდი კაცია
მაია
02 თებერვალი 2016 13:08
0
ეს ზიუდოისტები სეცდომაში არიან ზალიან მაგრად მიქარეს რაა, მოკლედ მაგარი კარგი წერილია. ავტორს მადლობა. სარკესთან დაუყენებია და ცაახედატ
tazo
02 თებერვალი 2016 13:05
0
ნამდვილი გულშემატკივარი თქვეენს გვერდით ვართ ბიჭებო,გახსოვდეთ ვისი გორისა ხართ,თქვენი გამარჯვებებით ვხარობთ!ქართულო დროშა ფრანგულ,გერმანულ და რუსულ დროშებზე მაღლა რომ აღიმართა ეს თქვენ გააკეთეთ ბიჭებო! ან კიდევ ხინჩეგაშვილმა ირანელებს საზეიმოდ გამზადებული დროშა რომ შეანახვინა როგორ არ უნდა ამაღლდე თუ გული გაქვს და სისხლი გიდუღს!
ამერი
02 თებერვალი 2016 11:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული