[დღის თემა] სკანდალი ქართულ ძიუდოში - სამშობლო როსკიპი ქალი არაა

AutoSharing Option
ნეტავ რა წყევლაა ასეთი, ქართულ ძიუდოში ყველა თაობამ ბუნტი რომ უნდა მოაწყოს და ყველა ოლიმპიურ ციკლში წარმატებების მაგივრად სკანდალებს უნდა ვუყუროთ?!

დარბაზის გათბობის პრობლემიდან დაწყებული, უთანხმოება გაღუნულ შტანგებზე ვარჯიშამდე და ნაკრების ცუდ პირობებში მომზადებამდე მივიდა, ყველაფერი კი სპორტსმენთა მიერ ქომაგთა გინებით და საქართველოდან წასვლის მუქარებით დასრულდა.

სამწუხაროდ, მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა – განხეთქილებაში ნაკრების წევრებიც ჩაებნენ. როგორც ამ ბოლოს მოდად იქცა, ძირითადი კამათი "ფეისბუქზე"  გაიმართა და სწორედ იქ გაჩნდა ქომაგთა საგინებელი პოსტები, ავთანდილ ჭრიკიშვილის გვერდიდან. იქვე იყო ასევე
გინება ტელევიზიებისადმი, რომ მისი ინტერვიუ სრულად არ გაუშვეს და მუქარაც, მაგათ ინტერვიუს არასოდეს მივცემო.

ჩემთვის ცოტა ძნელია იმის მტკიცება (მით უფრო, არა ვარ "ფეისბუქმომხმარებელი", ხოლო ის პოსტები სხვა ფორუმზე ვნახე გადაბეჭდილი), ეკუთვნის თუ არა ის გვერდი ნამდვილად ჭრიკიშვილს, ან მართლაც მან დაწერა თუ არა ის პოსტი, თუმცა არაა ახალი გვერდი და თან საყოველთაო მოსაზრებით, ნამდვილად ჭრიკიშვილისაა და ნამდვილად მისი სახელით გავრცელდა, ოღონდ ორიოდე საათში წაიშალა. ამასთან, არც ჭრიკიშვილს უარუყვია იმ გვერდთან კავშირი.

ამას უკვე "ფეისბუქზეც" და საიტებზეც მოჰყვა მუქარა საქართველოდან წასვლის შესახებ, რაშიც სხვა სპორტსმენებიც ჩაებნენ...

ერთი სიტყვით, ზვავი უკვე დაგორდა, მას კი ვერავინ შეაჩერებს, ვიდრე თავისით არ გაჩერდება. ახლა ყველას - ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს და იმავე საპარლამენტო კომიტეტის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორმე სპორტსმენები გავარიდოთ ამ ზვავს, რომლებიც ამ ქარბორბალას ცენტრში აღმოჩნდნენ. ვნებებმა უკვე საკმაოზე მეტად ამოხეთქეს. ახლა ის დროა, როცა ემოციები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს და ცივი გონებით მიუდგნენ საქმეს.

თავად სპორტსმენებსაც მინდა მივმართო: შეანელეთ აქტიურობა სოციალურ ქსელებში (მით უფრო, შეკრებაზე ხართ), მოზომეთ ემოციებიც და სათქმელიც. გვესმის, რომ იმ დღეებში დარბაზში მეტი სითბოც გჭირდებოდათ; იქნებ სხვა პრეტენზიებიც საფუძვლიანია (თუმცა ორივე მხარის არგუმენტების გაცნობამდე ამაზე ვერ ვილაპარაკებ), რაოდენ მართლებიც უნდა იყოთ ფედერაციასთან, რაოდენ მძიმე პირობებშიც უნდა გიწევდეთ ვარჯიში, ეს მაინც არ გაძლევთ უფლებას, ქომაგებს აგინოთ (ცხადია, თუ ის მართლაც ჭრიკიშვილის დაწერილი პოსტია). იმ ქომაგებს, რომელთა მიერ გადახდილი გადასახადებით იღებთ ხელფას-პრემიებს, რაც ბევრად აღემატება თავად მათ ანაზღაურებას.

უნდა გახსოვდეთ, რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია.

აკი იმ გინებას მოჰყვა კიდეც ქომაგთა დიდი უკმაყოფილება ინტერნეტში: "თურმე უსაქმურები ვყოფილვართ, ამათ საქომაგოდ ღამეებს რომ ვათენებდით", "აწი მე ამათ არ ვუქომაგებ"; "აბა, დღეს ვის ვქომაგობთ - სამხრეთ კორეას თუ ვის?" - ამ დღეებში სოციალურ ქსელებში მსგავსი შინაარსის პოსტები მრავლად გაჩნდა.

ახლა თქვენ დაკავებული უნდა იყოთ მომზადებით, კონკრეტულ მეტოქეებზე ზრუნვით და არა განცხადებების კეთებით. თუ თქვენ ფედერაცია არ გიქმნით პირობებს, ცხადია, გაქვთ უფლება, მოითხოვოთ მათი გაუმჯობესება, მაგრამ აჯობებდა, ამ მოთხოვნით ფედერაციის აღმასკომისთვის მიგემართათ და ეს ამბავი პარლამენტის ტრიბუნიდან არ გახმაურებულიყო, რომელსაც არაფერი ესაქმება საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან.

ან ახლა რომ ჩაერიოს საპარლამენტო კომიტეტი ფედერაციის მუშაობაში, რა სტატუსით? ეს აღმასკომმა უნდა გააკეთოს.

თუ თქვენ მიგაჩნდათ, რომ ამერიკაში თამაზ კირაკოზაშვილის და თორნიკე ნაგლიაშვილის გაგზავნა შეცდომა იყო; თუ მიგაჩნიათ, რომ ხელფას-პრემიები არასწორად ნაწილდებოდა, ამათ მოსაგვარებლად არსებობს აღმასკომი. ვფიქრობ, პრობლემათა მოგვარების საუკეთესო გზა არა ბუნტი, არამედ საკანონმდებლო გზით გადაწყვეტაა და ამას ყველანი უნდა მივეჩვიოთ, როგორც თანამედროვე, დასავლური და დემოკრატიული ურთიერთობის ფორმას.

ვერ ვამტკიცებ, რომ სავარჯიშოდ იდეალური პირობები გაქვთ და თქვენი პრეტენზიები უსაფუძვლოა - ამაზე თქვენ უნდა ილაპარაკოთ, ჩვენ კი მზად ვართ, ტრიბუნა დაგითმოთ. მეც მიმაჩნია, რომ ბევრი პრობლემა აღმასკომის როლის დაკნინებამ განაპირობა ანუ მართვის პრობლემა ნამდვილად დგას - ბევრ საკითხზე მისი ვიზირება რომ ყოფილიყო, ამ საკითხების უმეტესობა არც წამოიჭრებოდა.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენ საკმარისი პრემია არ აიღეთ ან ვინმემ დაგაკლოთ ის; თუ იმით ხართ უკმაყოფილო, რომ წინა წლების მსგავსად, ამჯერად ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად ზემდგომთაგან ვერ იღებთ ჩვეულ გარანტიებს, თქვით ხმამაღლა, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს, სამშობლოს ულტიმატუმის ენით ელაპარაკოთ და სხვაგან წასვლის მუქარა დაიწყოთ - ეს უკვე შანტაჟის ენაა, სამშობლოს კი ასეთი ლექსიკით არ ელაპარაკებიან.

რაოდენ მართლებიც უნდა იყოთ, ამის უფლებას არანაირი სინჯის მედალი არ აძლევს არავის. მსგავს თემებზე აპელირებით თქვენ იმ მიზანსაც აყენებთ ჩრდილს, რისთვისაც ახლა იბრძვით - სავარჯიშო პირობების გაუმჯობესება და ოლიმპიადისთვის კარგად მომზადება.

დღეს ხშირად ისმის, ვარჯიშებზე ვართ გადაგებულნი და მთელ დროს ამას ვწირავთო, მაგრამ განა ვარჯიშს ნაკლები შესწირა ვიქტორ სანეევმა, ფაქტობრივად, ახალგაზრდა კაცი რომ დაინვალიდდა სპორტში მიღებული ტრავმებით? მას მართლა კალთებს ახევდნენ სხვაგან წასვლის თხოვნით, ოქროს კოშკებს აღუთქვამდნენ, მაგრამ ამ არაქართული წარმოშობის კაცს არც უფიქრია საქართველოს დატოვება და თქვენ ჯერ განა რა გაუკეთეთ საქართველოს სანეევის დარი?

თუმცა ვიმეორებ - ათჯერ მეტიც რომ გაუკეთოთ, მსგავს ულტიმატუმს ეს მაინც არ გაამართლებდა.

თავის დროზე ნონა გაფრინდაშვილმა უთხრა უცხოეთში წასვლის ერთ მსურველს, განა რა გაუკეთე საქართველოს ასეთი, პრეტენზიებს რომ უყენებო. თავად მას - ნონა გაფრინდაშვილსაც, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და ლამის რევოლუცია მოახდინა საზოგადოებრივ ცნობიერებაში თითქმის მთელ მსოფლიოში, მაშინაც არ უფიქრია უცხოეთში წასვლა, როცა ამ ბოლო წლებში პოლიტიკურად იდევნებოდა და თქვენ რა გაგიჭირდათ ასეთი?

ხალხმა სიცოცხლე და შვილები შესწირა სამშობლოს, ბევრმა იმ შვილის საფლავიც არ იცის და იმათ რაღა უნდა ქნან მაშინ?! ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, ეს ცოტა სხვა რამეა: "ვიცი, მაგრამ ვერ ვამბობ".

გირჩევთ, წაიკითხოთ ვარდგეს პეტროსიანის "უკანასკნელი მასწავლებელი", სადაც შეხვდებით ფრაზას: "სამშობლოს ტრაგიკული განცდა" - იმედია, ეს ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. იქვე ასეთ ფრაზასაც ამოიკითხავთ - სამშობლო ღამის გასათევი სადგური ნუ გგონიათო - ვფიქრობ, ესეც მეტყველი ფრაზაა, რასაც ისევ დუმბაძის ერთ ფრაზას დავუმატებ - "სამშობლო ხაჭაპური როდია, რომ გულიდან მარტო ყველი ამოჩიჩქნო, ჭამო და ქერქი გადაყარო. სამშობლო ისაა, თავის ყველიან, ქერქიან, ნახშირიან, მტვრიანად რომ შეჭამ და მოინელებ".

დასასრულ, ვიმედოვნებთ, ვითარების დასაწყნარებლად და ამ ნაკრების სავარჯიშო პროცესის ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად დღესვე გააკეთებენ განცხადებებს სამინისტროც, ოლიმპიური კომიტეტიც და საპარლამენტო კომიტეტიც.

იმედია, ხელფას-პრემიების დახურული თემაც (არაერთი ინფორმაციით, ესეც იქცა დავის საგნად) ამბავიც ერთხელ და სამუდამოდ გამოვა მზის სინათლეზე და ჩვენც გავიგებთ ამ კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /

იმდენი იძახა იმ მამაძაღლმა ბოლშევიკმა „ნაპერწკლიდან ცეცხლი აინთებაო“, სანამ არ აუხდა. :D :D :D

TAGVI
19 ოქტომბერი 2016 15:44
0
რა გჭირთ, რა დაგემართათ რამ დაგიბინდათ გონება, ცოტა საღად და ცოტა დაფიქრებით, არაფერს მოგიტანთ ეს სიძულვილი
ილია ჭავჭავაძე
19 ოქტომბერი 2016 15:40
0
რა სამარცხვინო ხარ..... შენს კომენტარამდე 5 კომენტარი რომაა 3-3 წუთით ადრე დაწერილები და ყველგან შენი ენა რომ ემცნევა რა გგონია ვერ მივხვდებით? დაგაბრმავა მხარედ ყოფნამ ხო ხედავ? უნდა გრცხვენოდეს. თუმცა სინდისიც კაი საქონელია.
ფუი ფუი
30 აპრილი 2016 19:48
0
ძიუდოში ყველაზე კარგად იყო საქმე, მაგრამ, ამ სკანდალმა დაგვანახა რომ მანდაც დიდი შუღლი და მტრობა ტრიალებს. მოკლედ საქმის მკეთებელი ხალხი არ უყვართ ამ ქვეყანაში და ზვიადაურისნაირი მუქტახორა ხალხი გაცილებით ურჩევნიათ. გამოვასწარი ქვეყნიდან. თავიდან გული მომიწევდა უკან დასაბრუნებლად, მაგრამ, არ არის მაგ ქვეყნის საშველი.
შმაგი
22 თებერვალი 2016 22:01
0
აქ რა ამბები ყოფილა, ეხლა ვნახე. ვინმე გეგა წერდა ქევხიშვილს ყვარელში კვერცხები ესროლესო. პირადად ვარ მაგ ამბების მომსწრე და გეგას ვურჩევ სწორი ინფორმაცია მიიღოს მაგ საკითხთან დაკავშირებით, ქევხიშვილისთვის კვერცხები არავის უსვრია და იქ მხოლოდ დამნაშავეებს ესროლეს კვერცხები. არ იქნება ურიგო, ჯერ სიმართლეში გაერკვე და მერე ამოიღო ხმა. ყველგან ეგ წერია და არ იქნება ძნელი მოსაძიებელი. ყვარლელი ვარ, ზუსტად ვიცი იქ რაც მოხდა და იმ უზნეობისთვის ბევრს მოეთხოვა უკვე პასუხი და ბევრმა მათგანმა ბოდიშები უხადა ქევხიშვილს. სასამართლოს მეშვეობითაც რომ გამართლდა წესით ეგეც უნდაგაგეგო. მკაფიოდ აშუქებდა მედია საშუალებები. ასე რომ გეგა, შენ დემაგოგი ხარ და მიზანმიმართულ ტყუილებს ნუ კადრულობ. მხარედ ყოფნა ტყუილების ლაპარაკის და ცილისწამების უფლებას ნამდვილად არ გაძლევს.
ნინო ხუციშვილი
20 თებერვალი 2016 15:39
0
მეც წავიკითხე ეს კომენტარები და ეს სტატიაც პირველად ვნახე. მომინდა ჩემი არის გამოთქმა, მიუხედავად იმისა, რო გერმანიაში ვარ წლებია, მაინც ვადევნებ თვალყურს საქართველოში მიმდინარე ამბებს. მე პირადად, გამიჩნდა გრძნობა, რომ ზვიადაური მაგარი ცუდი კაცია და არც ლიპარტელიანი და ჭრიკიშვილია მასზე მაღლა მდგომი. მოკლედ ერთნაირები არიან
ზაზა
20 თებერვალი 2016 15:33
0
gagi რო დაგიწერია ქევხიშვილი კვერცხების სროლით გამოაგდესო, ჯერ ინფორმაცია გადაამოწმე და საზოგადოება ტყუილად შეცდომაში ნუ შეგყავს. იმ ყვარელში მისმა მომხრეებმა ესროლეს კვერცხები იმ ნაცების საკრებულოს, ვინც ქევხიშვილს უაზროდ მოუწყო იმპიჩმენტი და ყველა სასამართლო პროცესზე გამართლდა ქევხიშვილი, ყველა ნაწილში. შენ კიდე გონზე არ ხარ რას ლაპარაკობ უსრიცხვილოდ. ორ თვალთან და ორ ყურთან ერთად გონიც იქონიე რო გაეკვე რა ხება და მერე ასეთი სისულელები არ წერო. გაიგეეეეეე?!
მამუკა
20 თებერვალი 2016 15:30
0
ჭრიკიშვილი ისე ლაპარაკობდა ტელევიზიით,ხელშეწყობა გვაქვს, ყველაფერი კარგად გვაქვს, ყველა ზედ გვყვავს გადმოყოლილიო გვერდით ეჯდა ქევხიშვილი მადლობებს უხდიდა ორიოდე კვორით ადრე მაგ ამბებამდე და მერე რაც ილაპარაკა ეს იყო პირდაპირ უნამუსობა. უბრალოდ გრცხვენოდეს ჭრიკიშვილო, სხვისი მართული რო გახდი.
ნატო
20 თებერვალი 2016 15:26
0
მოდით ასე ვთქვათ, ზვიდაური ძალიან ცუდ როლშია, რაცშეეხებათ ამ ჭრიკიშვილს და ლიპარტელიანს მაგარი ცუდად მოიქცნენ. "კაცოაბა მცირედთ ხვედრია" და ეს არ ასწავლეს მაგათ
ლევანი
20 თებერვალი 2016 15:24
0
ირაკლი თავაძე ძალიან მაგრად დაწერილი სტატიაა. ობიექტურად დაწერილი. რაც შეეხება ზვიადაურს, ერთი ოლიმპიადა კი მოიგო, მაგრამ იმის იქით რა გაუკეთებია, გარდა იმისა რომ მთვრალი ხალხს ამტვრევს ავარიებით და კიდე მაგას მფარველობენ. მოდით ვიყოთ ობიოექტურები და ვაღიაროთ, რომ ზვიადაური ძალიან პირადიდან გამოვიდა, გადარია ლიაპარტელიანი, რომელიც საკმაოდ უაზროდ ამბიციურად გამოიყურება და ვეღარც ჭიდაობს ამ ამბიციებს გადაუოლილი და მაგან კიდე მასზე უეშმაკო ჭრიკიშვილი გადარია. დიდი .... არცერთი გამოირჩევა, არც მეორე და არც მესამე.
ტატო
20 თებერვალი 2016 15:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული