პარიზის გრანდ-სლემი. I დღე: ტატალაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძვის

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებისთვის პარიზის გრანდ-სლემის პირველი დღე არცთუ წარმატებული გამოდგა.

6 თებერვალს, ასპარეზობაში ჩართული ჩვენი ხუთი ძიუდოისტიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილი (73) აგრძელებს, რომელიც 1/4-ფინალში დენის იარცევთან დამარცხდა და სანუგეშო ტურნირში გადაერთო.

მანამდე ტატაშვილმა მონტენეგროელ ნიკოლა გუსიჩსა და ჩინელ შუაი სუნს მოუგო.

ტურნირის პირველ დღეს სასტარტო ორთაბრძოლები დათმეს ამირან პაპინაშვილმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (ორივე 60) და ვაჟა მარგველაშვილმა (66), ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73) ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/8-ფინალში იაპონელ ჰიროიუკი აკიმოტოსთან წააგო.

პარიზის გრანდ-სლემი კვირას, 7 თებერვალს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ მეგონა ამ დონის ტურნირზე მსაჯობის მიკერძოებას, თუ ექნებოდა ადგილი, მაგრამ სამწუხაროდ ტრადიციათ იქცა, როდესაც რუს და იაპონელს ხვდები ნახევრად წაგებული გაქვს. ლაშას აშკარად არ ეკუთვნოდა პასიურობისთვის გაფრთხილება და თუ ეკუთვნოდა ჰიორუკსაც ეკუთნოდა. რაც შეეხება ტატალას მაგრას ფაჩაგრეს. ჯერ მიცემული ვაზაარი გაუუქმეს და მერე პასიურობისთვის გააფრთზილეს. თუ პასიურობფა ტატალა, მაშინ იარცევი სულ მკვდარი ყოფილა.
Tornike
20:08 06-02-2016
0
ახლა ვნახე ტატალაშვილის ჭიდაობა იაპონელტთან ერთი 2-1 წააგო გაფრთხილებებით მარა რაში დაიმსახურა ეს გაფრტხილებები ვერ გავიგე ვერანაირად. იაპონელებისადმი სიმპატია რაც თავი მახსოვს სულაა და შენთავს უნდა გადაახტე მაგათ რომ მოუგო მსაჯებტან ერთად
irakli Apkhaidze
21:49 06-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული