6 თებერვალს, ასპარეზობაში ჩართული ჩვენი ხუთი ძიუდოისტიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილი (73) შემორჩა, თუმცა გადამწყვეტ ბრძოლაში იაპონელ ჰიროიუკი აკიოტოსთან დამარცხდა.
სტარტზევე დათმეს თავ-თავიანთი ორთაბრძოლები ამირან პაპინაშვილმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (ორივე 60) და ვაჟა მარგველაშვილმა (66), ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73) ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/8-ფინალში ზემოთ ნახსენებ აკიმოტოსთან წააგო.
პარიზის გრანდ-სლემი კვირას, 7 თებერვალს დასრულდება. მედლებისთვის ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე - 100) და ადამ ოქრუაშვილი,