პარიზის გრანდ-სლემი. I დღე: ქართველები უმედლოდ დარჩნენ

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებისთვის პარიზის გრანდ-სლემის პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა.

6 თებერვალს, ასპარეზობაში ჩართული ჩვენი ხუთი ძიუდოისტიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილი (73) შემორჩა, თუმცა გადამწყვეტ ბრძოლაში იაპონელ ჰიროიუკი აკიოტოსთან დამარცხდა. 

სტარტზევე დათმეს თავ-თავიანთი ორთაბრძოლები ამირან პაპინაშვილმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (ორივე 60) და ვაჟა მარგველაშვილმა (66), ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73) ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/8-ფინალში ზემოთ ნახსენებ აკიმოტოსთან წააგო.

პარიზის გრანდ-სლემი კვირას, 7 თებერვალს დასრულდება. მედლებისთვის ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე - 100) და ადამ ოქრუაშვილი,
ლევან მატიაშვილი
(+100) იბრძოლებენ.

 

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ქნა ოქრუაშვილმა!!! გამოვიდა და იდგა გაუნძრევლად. ეს რა არის !!! თუ არ გინდა სულ ნუ გამოხვალ. რა საქციელია.
გოჩა
15:44 07-02-2016
0
მარტო ოქრუაშვილი კი არა ვის ჭიდაობასაც ვუყურე არცერთი არარის ფორმაში და შედეგიც სახეზეა ყველამ წააგო.თუნდაც ჭრიკიშვილი, აგებდა ფრანგთან და იმან ხელი მოკიდას ვერ იტყვი მიადო ფეხზე და უცებ გაუშვა ჭრიკიშვილი გაჩერდა და მიანიშნა ხელი მომკიდა ფეხზეო და მაგით მოიგო(ისე ჭრიკიშვილს სულ უჭირს მაგ შმიდტთან ჭიდაობა)! ვნახოთ რას იზამს შემდეგ შეხვედრაში!წარმატებებს ვუსურვებ მაგრამ აშკარად ეტყობათ ნაკრების წევრებს რეგრესი (ყველაზე ვერ ვიტყვი ყველას ჭიდაობა არ მინახია)
paris
15:59 07-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული