ვალერი ლიპარტელიანი: ბოდიშს გიხდით დაშვებული უაზრო შეცდომისთვის

AutoSharing Option
გუშინ, 7 თებერვალს, პარიზის გრანდ-სლემზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა (90) სოციალური ქსელის მეშვეობით ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პარიზის გრანდ-სლემი: ოქრო და ახალი ილეთი ჭრიკიშვილისგან! [VIDEO]

"ძალიან დიდი მადლობა ყველას მილოცვისთვის, გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისთვის. თქვენი ასეთი გვერდში დგომა ყოველთვის ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს.
მსურს ბოდიში მოგიხადოთ დაშვებული უაზრო შეცდომისთვის. მეც ძალიან დამწყდა გული, მაგრამ კარგი გაკვეთილი იქნება ეს ჩემთვის.

ისე კი, ბევრმა გადარჩენაც კი მომილოცა იმ გდების მერე. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა", - წერს ლიპარტელიანი.

შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ-სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
არაფერი გაქვს საბოდისჰო ლიპო, მაგარი კაცი ხარ!!!!!გაიხარე
patrioti
15:54 09-02-2016
0
„ამ ეტაპზე“ ბოდიში მიღებულია. წარმატებები.
ქომაგი
10:38 09-02-2016
0

სიახლეები პოპულარული