ნაკრების ხელმძღვანელობა არ იშლის ექსპერიმენტს და ღვინიაშვილს კვლავაც 100 კილოგრამში აჭიდავებს. შეგახსენებთ, რომ ეს ის წონაა, სადაც ლიცენზიის მოპოვების არავითარი შანსი არ გვაქვს და გარკვეულწილად, მწვრთნელთა სურვილიც გასაგებია, მოიპოვონ ბოლო საგზური, მაგრამ ექსპერიმენტი რამდენად ამართლებს, ეს კიდევ საკითხავია.
თუმცა სამხრეთამერიკული შეჯიბრებები არ იქნება მაინცდამაინც ძლიერი და ღვინიაშვილს წარმატების
ამ რანგის შეჯიბრებები სალიცენზიო ტურნირთაგან ყველაზე სუსტებია და ძლიერი ძიუდოისტები იქ ისედაც ნაკლებად გამოდიან, დედამიწის მეორე ნახევარში გადაფრენა კი, ჩვენსავით უკიდურეს გაჭირვებაში თუ არაა, ახლა მით უფრო არ მოუნდება არავის - ზაფხულის ბოლოს მათ მაინც მოუწევთ ბრაზილიაში ოლიმპიადაზე ჩასვლა და ახლა თავს არ დაიჯაფავენ იმ სიშორეზე წასვლით. თან წინასწარი მონაცემებით, 100 კილოში ლიდერთა უმეტესობა არ იქნება.
მაგალითად, პერუში დარეგისტრირებულია სულ 17 მონაწილე და იმათგან ტიტულოვანი მხოლოდ ერთია - ბრაზილიელთა ვეტერანი მსოფლიოს ჩემპიონი ლუსიანო კორეა. ასეთ პირობებში ღვინიაშვილს წარმატების მართლა დიდი შანსი აქვს, მაგრამ ამ რანგის ტურნირები, სადაც გამარჯვება მხოლოდ 100 ქულად ფასობს, სარეიტინგო თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს შესძენს.
სამხრეთ ამერიკაში ამავე პერიოდში - 8-9 მარტს მომავალი ოლიმპიადის დედაქალაქ რიო დე ჟანეიროში სატესტო შეჯიბრებაც ტარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ურნირებზეც კიდევ დაუმატა ოლიმპიადის შანსი რეალურად ექნება.ვფიქრობ ცოტა ადრე უნდა გადაეყვანათ 100-ში