ბექა ღვინიაშვილი პან-ამერიკის ღია თასის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ბექა ღვინიაშვილი პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ პან-ამერიკის ღია თასზე 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში მან ესტონელი გრიგორი მინასკინი დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ბექას ოლიმპიადის სალიცენზიო რეიტინგში 100 ქულა შეემატა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს რიოს ოლიმპიადის ლიცენზია მხოლოდ ამ წონაში არ აქვს მოპოვებული.

ღვინიაშვილი პერუდან არგენტინაში გადაინაცვლებს და მომდევნო შაბათ-კვირას უკვე ბუენოს-აირესში გამოვა ანალოგიური რანგის ტურნირზე.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლიპარტელიანი ბოლო 4 წელია საკართველოში უდავო ფავორიტია. იგი პირველ ადგილზეა და შესაბამისად იჭიდავებს ოლიმპიადაზე. ასე რომ მის გამო არ "გადაკეთებულა" მთელი გუნდი. ღვინიაშვილის ფანი ვარ და მეც მენანება 100 კილოსთვის, მაგრამ მისი სურვილით და მონდომებით ხედება ეს უპირველეს ყოვლისა. მე მგონია რომ შეძლებს მედლის მოპოვებას ოლიმპიადაზე. ასე რომ კლანური მიდგომა და გუნდის გადაკეთება უსამართლო ბრალდებაა თქვენი მხრიდან.
komentaris avtoris "uznadzes" sakuradgebod
14:44 28-03-2016
0
ცოდოა ეს ბიჭი 100 ში და არ დავკარგოთ ისე როგორც ზებედა დაიკარგა 81-ში
gocha
23:19 07-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული