ირაკლი უზნაძე: მატიაშვილი და თუშიშვილი სრულ მზადყოფნაში არ იმყოფებიან

AutoSharing Option
ძიუდოისტთა "დიდ პრიზს", რომელიც ხვალ, 25 მარტს იწყება თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში, მასპინძელ ვაჟთა ნაკრები დიდი დანაკლისით ხვდება. ბოლო მომენტში გუნდს ერთბაშად სამი ანგარიშგასაწევი ძიუდოისტი გამოაკლდა: გურამ თუშიშვილი, ალექსანდრე მსხალაძე (ორივე - 100) და ლევან მატიაშვილი (+100).

ალექსანდრე მსხალაძეს დისკვალიფიკაცია აქვს, გურამ თუშიშვილმა და ლევან მატიაშვილმა კი, როგორც დღეს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, დისციპლინა დაარღვიეს და ამის გამო ნაკრებს გამოაკლდნენ. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე სპორტსმენი ვარჯიშზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, რის გამოც
მწვრთნელებმა ტურნირიდან მათი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

ინფორმაციის გადამოწმება ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძესთან ვცადეთ.

"ბიჭებს არანაირი დისციპლინა არ დაურღვევიათ, უბრალოდ, მწვრთნელებმა ჩავთვალეთ, რომ ორივე სპორტსმენი ტურნირისთვის სრულ მზადყოფნაში არ არიან", - გვითხრა უზნაძემ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამას სულელები ვგონივართ მგონი...
uchimata
00:12 25-03-2016
0
თუშიშვილისთვის ეს მეორე (ოფიცილაურად) შემთხვევაა! თუ სვამს, უთავმოყვარეო და ლოთია, ძიუდოში რა უნდა?! მაგას "ჩინური" გაფრთხილებები ვერ უშველის
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული