თბილისის გრან-პრი. II დღე: ქართველების თითო ოქრო-ვერცხლი და ორი ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 მარტს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან-პრის მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა გამოსვლა თითო ოქრო-ვერცხლისა და ორიც ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი გახდა, 81-ში ვერცხლი ლევან გუგამ მოიპოვა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა და ფრიდონ გიგანმა (ორივე -73) მოიპოვეს.

ამრიგად, თბილისურ წლევანდელ ტურნირში ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სულ 6 მედალია - 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოსი. შეგახსენებთ, რომ ტუნრირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66) მოუტანა, ბრინჯაო კი ამირან პაპინაშვილმა
(-60) დაისაკუთრა.

ტატალაშვილმა ფინალში მონღოლი ოდბაიარ განბაათარი ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა. შავდათუაშვილმა მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ბრაზილიელ მარსელო კანტონის იპონით მოუგო, გიგანმა კი ვაზარით - დედით ქართველ ბერძენ გეორგიოს აზოიდისს. -73 კგ-ში საწყის ეტაპზევე დამარცხდა გიორგი კაციაშვილი.

81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში გუგავა ალან ხუბეცოვთან (რუსეთი) დამარცხდა. ამავე წონაში ბრინჯაოსთვის ბრძოლა ზებედა რეხვიაშვილმა დათმო ბერძენ რომან მოუსტოპოულოსთან, მანამდე კი წარუმატებლად უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი გამოვიდნენ.

პირველივე წრეში დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა ესტერ სტამიც (-70), რომელიც ებრაელ ლიორ ვილდიკანს ვერ გაუმკლავდა.

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ტურნირი ხვალ, 27 მარტს დასრულდება. მედლები ვაჟთა შორის -90, -100, +100, ხოლო ქალთა შორის -78 და +78 კგ წონით კატეგორიებში გათამაშება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
შესანიშნავი შედეგია!!! ველით ოლიმპიადას...
tngh
19:02 26-03-2016
0
გილოცავთ! ბექამ მიასიკვდილა 3 მეტოქე და ნახევარფინალშია
თვითნაბადი მარგალიტია!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული