მარგველაშვილმა მეოთხედფინალში რუსეთის წარმომადგენელ ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ არსენ გალსტიანს მოუგო. ჩვენებურმა მეტოქეს ჯერ იუკო, შემდეგ კი ვაზარი აუღო.
მანამდე მარგველაშვილმა თურქი სინან სანდალი და პორტუგალიელი ანდრე სოარეში იპონით დაამარცხა.
60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რეპეშაჟში გადავიდა. პაპინაშვილი მეოთხედფინალში საფრანგეთის წარმომადგენელ წალიდე ჰიართან დამარცხდა.
რაც შეეხება ჩვენს გოგონებს, მარიამ ჯანაშვილსა (-52 კგ) და სალომე აბაშიძეს (57), ისინი სტარტზევე დამარცხდნენ,
მთავარი ბრძოლა წინა გაქვს-ფინალი და წარმატებას გისურვებ.
ხმამაღლა გააჟღერე ქართული ჰიმნი რუსეთში!