ყაზანის ევროპის ჩემპიონატი: ვაჟა მარგველაშვილი ფინალშია!

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66) ყაზანის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

მარგველაშვილმა ნახევარფინალში ბელორუსი დზმიტრი შერშანი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა.

ჩვენებური ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს, კოლინ ოატესს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში რუსეთის წარმომადგენელ ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ არსენ გალსტიანს მოუგო. ჩვენებურმა მეტოქეს ჯერ იუკო, შემდეგ კი ვაზარი აუღო.

მანამდე მარგველაშვილმა თურქი სინან სანდალი და პორტუგალიელი ანდრე სოარეში იპონით დაამარცხა.

რაც შეეხება ამირან პაპინაშვილს (60), მან რეპეშაჟში აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის იტალიელ ელიოს მანზის შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
60-შიც გვინდა აშკარად ახალი თაობიდან ვინმე მარგველაშვილისნაირი ნიჭიერი თორე გვერხევა უკვე. პაპინას პატივისცემის მიუხედავად ნელ-ნელ უკვე რეგრესს განიცდის. ამ ჭიდაობით ოლიმპიადაზე არანაირი შანსი არ ექნება. ღმერთმა არ ქნას მაგრამ დიდი ალბათობით პირველივე ბრძოლას წააგებს. ვინმე თუ არ წამოგვეშველა ამ წონაში ახალგაზრდებიდან, ახალი პრობლემური წონა გაგვიჩნდა და ეგაა.
fraternity
11:00 22-04-2016
0
ვულოცავ ჩემპიონობას ვაჟას.
jorj
20:50 21-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული