ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ჰასან ხალმურზაევთან ვაზარით დამარცხდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანამდე ჩვენებურმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მედლები ასევე მოუტანეს ნუგზარ ტატალაშვილმა (ბრინჯაო), ლაშა შავდათუაშვილმა (ვერცხლი) და ესტერ სტამმა (ვერცხლი).

- ლაშა შავდათუაშვილს ევროპის ჩემპიონატზე ოქრო ბოლო წამებზე აართვეს [VIDEO]
- ესტერ სტამმა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოუპოვა [VIDEO]
- ნუგზარ ტატალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

საერთო ჯამში ჩვენმა ძიუდოისტებმა
ორ საშეჯიბრო დღეში 5 მედალი მოიპოვეს. პირველ დღეს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა დაისაკუთრა.

- ოქროს დასაწყისი: ვაჟა მარგველაშვილი - ევროპის ახალი ჩემპიონი [VIDEO]

ხვალ 23 აპრილს საქართველოს სახელით ვარლამ ლიპარტელიანი (90), ბექა ღვინიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) გამოვლენ. 24 აპრილს კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ადამიანი არის ავთო, ნიჭიერი ადამიანია, ადამიანს ხანდახან არ გამოსდის ის რაც კარგად იცის . რაღაც მოხდა ფინალში და თავის უნარ-ჩვევები ვერ გამოავლინა, იმდენჯერ გამახარა ამ ადამიანმა, ნამდვილად არ გავკრიტიკებ ამ ფინალის გამო. უბრალოდ უნდა გაანალიზოს ახლა, რაც მოხდა ფინალში , რომ მომავალში აღარ მოხდეს, ასევე მწვრთნელებმაც უნდა გაანალიზონ და დასკვნები გამოიტანონ. ჭრიკიშვილს დიდ წარმატებებს ვუსურვებ, მთავარია ვარჯიშებს და რაც საჭიროა ის არ დააკლოს, როგორც სხვა ქარტვე;ებს ემართებათ ხოლმე
ლაშა
13:16 23-04-2016
0
duru-s და სხვებს,რა იცით ეს იარლიყის მოწებება,არ გიყვარს,არ იცი,მოღალატე ხარ,თქვენ სიყვარულის რა გესმით,თქვენი საქმე ადამიანების შეუღაცყოფის მიყენებაა და მეტი არაფერი,თავად ვერ ერკვევით სპორტში და სხვას ამცირებთ ვითომ,მაგრამ თავად ხართ დამცირებულები და შეურაცყოფილი,მე იმიტომ გამოვთქვი ჩემი აზრი,რომ მეორედ არ გაიმეორონ ასეთი შეცდომები და გამარჯვება ბოლომდე მიიყვანონ,მე ძალიან ვაფასებ თითოეული მათგანის მიღწევას,მაგრამ უფრო მეტი მინდა მათვის და ქვეყნისთვის,რას გავდა შავდათუაშვილის ასპარეზობა ბოლო წუთებზე,ასეთი უპირატესობის დაკარგვა უფრო ძნელი იყო ვიდრე სხვა რამ,ან ჭრიკიშვილს რა უყო იმ რუსმა,კინაღამ დაახრჩო კაცი,ეს ყველაფერი ვის ესიამოვნებოდა,მეტად უნდა დაიხარჯონ ფინალში,კიდევ მეტი სამუშაო აქვთ,წინ ოლიმპიადაა,თორემ მადლობა მათ,არც ვერცხლია ხელწამოსაკრავი კი ბატონო,მაგრამ ოქრო უფრო უკეთესი და ძვირფასია,ღმერთი იყოს ჩვენი ბიჭების მფარველი.
roma
12:56 23-04-2016
0

სიახლეები პოპულარული