ვაჟთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრში ქართველებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
ევროპის ჩემპიონობა ვაჟა მარგველაშვილმა (66) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) მოიპოვეს, ვერცხლის მედლებს ლაშა შავდათუაშვილი (73) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) დაეუფლნენ, ლევან მატიაშვილსა (+100) და ნუგზარ ტატალაშვილს (73) კი ბრინჯაოს მედლები ერგოთ.
მეორე ადგილი ფრანგებმა დაიკავეს, რომელთა ანგარიშზეც მხოლოდ ორი ოქროს მედალია, მესამეზე გასულ აზერბაიჯანელებს კი თითო-თითო ოქრო და ვერცხლი
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აპრილს, ტურნირი გუნდური შეჯიბრით დასრულდება - საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე უნგრეთი იქნება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე, ფინალური ბლოკი - 17:30 საათზე.