საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთს შეხვდება!

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზანის ევროპის გუნდურის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ჩვენი ნაკრების მეტოქე ნახევარფინალში პოლონეთი იყო.

პოლონელებთან დაპირისპირება ვაჟა მარგველაშვილმა (66) დაიწყო. თავდაპირველად მარგველაშვილი ვაზარით აგებდა, თუმცა მეტოქეს თავადაც აუღო ვაზარი, შემდეგ კი იუკო მიაყოლა და საბოლოოდ იმარჯვა კიდეც.

ლაშა შავდათუაშვილმა (73) შეხვედრა იპონით მოიგო. 81 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილი გავიდა, რომელმაც იპონით წააგო.

ვარლამ ლიპარტელიანმა (90) შეხვედრის დასაწყისში მეტოქე შებოჭა, მაგრამ პოლონელი დაუძვრა და ჩვენებურმა ვაზარის აღება შეძლო, შემდეგ კი ლიპარტელიანმა მორიგი ბოჭვა გაუკეთა პოლონელ ძიუდოისტს და საბოლოოდ გამარჯვება
მოიპოვა - 3:1.

ლევან მატიაშვილს (+100) კი ბოლო დაპირისპირებაში მოგება არ გასჭირვებია - 4:1.

საქართველოს მეტოქე ფინალში მასპინძელი რუსეთი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში საფრანგეთს 3:2 სძლია.

- "მამა, მაგარი ლაშა, ჩილიკა" - ლიპარტელიანის შვილის მილოცვა ძიუდოისტებს [VIDEO]

- ევროპის ჩემპიონატი. საქართველო ვაჟთა შორის მედლების რაოდენობით პირველია!
მკითხველის კომენტარები / 8 /
moeshvit sisuleleebs da mudam politikaze saubars,sportshi ar gvchirdeba politika da politikosebis binzuri xelebi
0
ბიჩებო ყურადღებით, მთელი კონცენტრაცია რუსებთან ფინალზე გადაიტანეთ, აჩვენეთ ვისი გორისანი ხართ! კიდევ ერთხელ დაუმტკიცეთ რუსებს რომ მაგრები ხართ მათზე!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული