"მამა, მაგარი ლაშა, ჩილიკა" - ლიპარტელიანის შვილის მილოცვა ძიუდოისტებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 23 აპრილს, რუსეთის ქალაქ ყაზანში ძიუდოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვალერი ლიპარტელიანის გამარჯვების შემდეგ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მისი შვილის, დემეტრე ლიპარტელიანის ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ის ქართველ ძიუდოისტებს მოპოვებულ მედლებს ულოცავს.

შეგახსენებთ, რომ ვალერი ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ვაჟთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრში კი ქართველებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვებით პირველი ადგილი დაიკავეს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ძალიან საყვარელი პატარა კაცია , როგორ ტიტინებს :) მამიკოც უყვარს და კარგია, რომ სხვების დაფასებასაც ასწავლიან.. :)
ვულოცავ ბიჭებს, მათ მწვრთნელებს, ფედერაციას და ყველა გულშემატკივარს. ოლიმპიადაზე კიდევ უფრო მეტად გავეხარებინოთ ჩვენს ნაკრებს!
ზოგიერთების გასაგონად მინდა ვთქვა-სხვის ჯიბეში ცქერას თავი დაანებეთ, ბიძინა იქნება, პეტრე, პავლე თუ დონალდ ტრამპი. არ აკლიათ ამ ბიჭებს არც ხელფასი, არც პრემია, არც დაფასება როგორც სახელმწიფოს, ისე ძიუდოს სამყაროსაგან. ივარჯიშონ და აკეთონ საქმე ხუთიანზე. ჩვენ კი- მხარი დავუჭიროთ და სტიმული მივცეტ ჩვენი გულშემატკივრობით!
franio
16:10 25-04-2016
0
რა ივანიშვილი რა მილიონი, არ გვინდა ეგეთი სისულელეები რა. სადაც დიდი ფული ჩნდება იქ საქმე ყოველთვის ფუჭდება. ასე ხდება ეს ათიდან ცხრა შემთხვევაში. ასე რომ დააცადეთ ბიჭებს თავისი საქმე აკეთონ. უნდა შევუქმნათ მაქსიმალურად კარგი პირობები, მაგრამ ეს მილიონი დოლარი რა პონტია?
fraternity
11:57 25-04-2016
0

სიახლეები პოპულარული