ევროპის ტრიუმფატორებს თბილისში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები რუსეთის ქალაქ ყაზანიდან თბილისში დაბრუნდა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდური ჩემპიონატის ფინალში კი რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს და კონტინენტის ჩემპიონები მერვედ გახდნენ.

ევროპის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (66) და ვალერი ლიპარტელიანი (90) გახდნენ, ვერცხლს ლაშა შავდათუაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ქალებიდან ესტერ სტამი (70) დაეუფლნენ, ბრინჯაოს - ნუგზარ ტატალაშვილი (73)
და ლევან მატიაშვილი (+100).

ევროპის ჩემპიონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დახვდა და წარმატება მიულოცა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
WARMSTEBEBI LOMEBOOO!!!RA AREKUTNIT TRIUMFI??EKUTNIT DA METIC....
0
ყოჩაღ ბიჭებო
ლაშა
13:30 26-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული