ვაჟა მარგველაშვილი: ოქროს მედლისთვის ოლიმპიადაზეც ვიბრძოლებ!

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რუსეთში, ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა, სამშობლოში გუშინ გვიან დაბრუნდა.

- ევროპის ტრიუმფატორებს თბილისში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს [VIDEO+PHOTO]

ინდივიდუალურ შეჯიბრში ოქროს მედალოსანმა ვაჟა მარგველაშვილმა Sportall.ge-სთან თავის გამოსვლასა და მოახლოებულ ოლიმპიადაზე ისაუბრა.

"ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადე და სრულიად ოპტიმალურ ფორმაში მყოფი გავედი, ვიბრძოლე ჩემპიონობისთვის და საბედნიეროდ, მივაღწიე კიდეც სასურველ შედეგს, რომელსაც ფორმიდან გამომდინარე, ველოდი კიდეც.

დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის გახარებას ოლიმპია
დაზეც შევძლებ.

იქ ევროპის ჩემპიონის სტატუსით გავდივარ და მართალია, ყველა მოწინააღმდეგე უფრო მოტივირებული გამოვა ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ასევე ჩემთვისაა დიდი სტიმული ეს.

ჩემი მხრივ, გავიბრძოლებ და ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებ!", - გვითხრა ევროპის ჩემპიონმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გვჯერა
გია
21:08 26-04-2016
0
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას-შეხედეთ ამ ვაჟკაცებს მხოლოდ თავი დაღუნეთ და ისე
მურთაზი
17:09 26-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული