ბაქოს გრანდ სლემი: ბექა ღვინიაშვილი 1/2-ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 მაისს, ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე წარმატებით გამოდის ბექა ღვინიაშვილი (-100), რომელსაც რიოს ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად სალიცენზიო ქულები სჭირდება.

ბექამ აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში გააღწია, სადაც იაპონელ აარონ ვულფს შეხვდება. შეხვედრების ლაივ-სტრიმით ყურება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ღვინიაშვილმა პირველ წრეში საემიროების წარმომადგენელ, მსოფლიოს პრიზიორ ივან რემარენკოს იპონით სძლია. შემდეგ კი ასევე სუფთად ჯერ მასპინძელთა მსოფლიოს ჩემპიონ ელხან მამადოვს აჯობა, მერე კი - აზიის ჩემპიონ ირანელ ჯავად მაჰჯოუბს.

1/4-ფინალში ბექა ღვინიაშვილმა თავისზე ლამის ერთი თავით მაღალ გერმანელს, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და
ევროპის ბრინჯაოსმედალოსან დმიტრი პეტერსს ვაზარ-იუკოთი აჯობა.

სამწუხაროდ, ტურნირზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულეს სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა: თორნიკე ჯუღელმა, უშანგი მარგიანმა (ორივე -90), ლაშა ტაველურმა (100), ლევან მატიაშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა (ორივე +100).
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბექა ჯიგარი ხარ მხეცი ხარ აბა შენ იცი რიოშო ოქრო უნდა აიღო
გოჩა
00:19 10-05-2016
0
ყოჩაღ ბექა, მაგარი კაცი ხარ!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული