ბექა აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირის ფინალშია, სადაც უნგრელ მიკლოშ კირჟენიკსს შეხვდება. ორთაბრძოლის ლაივ-სტრიმით ყურება ამ ბმულზე შეგიძლიათ.
ღვინიაშვილმა პირველ წრეში საემიროების წარმომადგენელ, მსოფლიოს პრიზიორ ივან რემარენკოს იპონით სძლია. შემდეგ კი ასევე სუფთად ჯერ მასპინძელთა მსოფლიოს ჩემპიონ ელხან მამადოვს აჯობა, მერე კი - აზიის ჩემპიონ ირანელ ჯავად მაჰჯოუბს.
1/4-ფინალში ბექა ღვინიაშვილმა თავისზე ლამის ერთი თავით მაღალ გერმანელს, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის
ნახევარფინალში კი ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი აარონ ვულფი დააიპონა.
სამწუხაროდ, ტურნირზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულეს სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა: თორნიკე ჯუღელმა, უშანგი მარგიანმა (ორივე -90), ლაშა ტაველურმა (100), ლევან მატიაშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა (ორივე +100).